ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი!
2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ:

ბათუმი. ბათუმის ბულვარი. საჭადრაკო კლუბი "ნონა".
11:00 - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ჩემპიონატის გახსნა, მისალმება; ერთჯერადი თამაშის სეანსები ბათუმელ დიდოსტატთან, სალომე მელიასთან.

12:00 - საოცრებათა მოედანი. ანბანის კოშკი.
საჭადრაკო კუთხე ბათუმელებს ანბანის კოშკთან ელოდება, სადაც შემოგხვდებათ ოლიმპიადის თილისმა - კუ. ღონისძიების მონაწილეებს მხიარული თილისმა მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს, მათ შორის - კუს სახელის სახალისო შერჩევასა და ფოტოების გადაღებას. პარალელურად, სტუდია „პალიტრას“ მოსწავლეების ჩართულობით საჭადრაკო თემაზე გაიმართება ხატვის სეანსები და შესრულებული ნახატების გამოფენა. ასევე გელით ერთდროული თამაშების სენსები.

თბილისი. რუსთაველის გამზირი (ბესიკის ქუჩის ასახვევთან)
12:00 - ერთდროული თამაშის სეანსი სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონ ნანა ძაგნიძესთან
13:00 – 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა - კუს გამოჩენა და მისთვის სახელის შერჩევის სახალისო პროცესი
14:00 - ერთდროული თამაშის სეანსი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
15:00 - ერთდროული თამაშის სეანსი ლეგენდარულ მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილთან
16:00 - ერთდროული თამაშის სეანსი 18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონ და პრიზიორ ნინო ხომერიკთან.

გადაიღეთ ფოტოები ჩვენს თილისმა-კუსთან, ითამაშეთ ქუჩის გრანდიოზულ საჭადრაკო დაფაზე - ერთად აღვნიშნოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისკენ, რომელიც 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმში გაიმართება.

  • სათაური: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-05-2018 5:20 PM
  • Tags:
Top