ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

27-დან მამაიაში...

27  მაისიდან რუმინეთის ქალაქ მამაიაში სტარტს აიღებს ევროპის რიგით მე-17  ქალთა პირველობა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში მონაწილეობას 27 ქვეყნის 112 ქალი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულის წილად 11 000 მოდის, II ადგილი - 9 000 მიიღებს, ხოლო III  ადგილი - 7 000. XX ადგილზე გასული მოჭადრაკე კი 1000 დასჯერდება. ამასთანავე, I-XIV ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიით დაჯილდოვდებიან.

თამაშები 27 მაისიდან, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. გამონაკლისს ბოლო ტური შეადგენს, რომელიც 7 ივნისს 14:00 საათიდან  გაიმართება.

 

საქართველოს სახელით ჩემპიონატში იასპარეზებენ:

1.ლელა ჯავახიშვილი (2493)

2.ნინო ბაციაშვილი     (2476)

3.ნინო ხურციძე           (2409)

4.სალომე მელია          (2409)

5.მაია ლომინეიშვილი (2367)

6.მერი არაბიძე             (2363)

7.სოფიკო ხუხაშვილი (2355)

8.სოფიო გვეტაძე         (2311)

9.ქეთი წაწალაშვილი (2278)

10.მირანდა მიქაძე       (2233)

11.სოფო ნიკოლაძე      (2155)

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: 27-დან მამაიაში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-05-2016 7:38 PM
  • Tags:
Top