ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

27 ოქტომბრიდან...

ევროპის  გუნდური ჩემპიონატი საბერძნეთის  კრეტაზე  27 ოქტომბრიდან დაიწყება და 7 ნოემბრამდე გასტანს. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ქალთა შორის 32 ნაკრები.

 

საქართველოს ქალთა ნაკრები რეიტინგ-სიის მეორე ნომერი და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია რუსეთისა და უკრაინის გუნდებთან ერთად.

შემადგენლობა:

1.ნანა ძაგნიძე      (2520)

2.ნინო ბაციაშვილი (2472)  

3.ბელა ხოტენაშვილი (2459) 

4.ლელა ჯავახიშვილი (2438)

5.სალომე მელია      (2412)

გუნდის კაპიტანი - ელიზბარ უბილავა

 

ქალთა ნაკრების საუკეთესო შედეგები კონტინენტის პირველობაზე:

I ადგილი -  1997 წელი; პულა,ხორვატია; შემადგენლობა: ჩიბურდანიძე,იოსელიანი,არახამია;

II  ადგილი -  1992 წელი; დებრეცენი,უნგრეთი; შემადგენლობა: არახამია,გურიელი,კახიანი;

2005 წელი,გეტერბორგი,შვედეთი; შემადგენლობა:ჩიბურდანიძე,ხურციძე,ლომინეიშვილი,ძაგნიძე,არახამია

2009 წელი,ნოვი-სადი,სერბეთი; შემადგენლობა:ძაგნიძე,ჯავახიშვილი,ხუხაშვილი,ხურციძე,ხოტენაშვილი.

III ადგილი - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; შემადგენლობა:ძაგნიძე,ჯავახიშვილი,პაიკიძე,ხურციძე,მელია.

2015 წელი,რეიკიავიკი,ისლანდია; შემადგენლობა:ძაგნიძე,ხოტენაშვილი,ჯავახიშვილი,ბაციაშვილი,არაბიძე.

 

ვაჟთა ნაკრები ევროპირველობაზე მე-13 ნომრადაა განთესილი და მათი პროგრამა მაქსიმუმი ხუთეულში მოხვედრა, ხოლო მინიმუმი - ათეულია.

შემადგენლობა:

1.ბაადურ ჯობავა     (2705)

2.მიხეილ მჭედლიშვილი (2604)

3.ლევან ფანცულაია  (2586)

4.დავით ჯოჯუა       (2591)

5.ლუკა პაიჭაძე         (2580)

გუნდის კაპიტანი - ზურაბ სტურუა

 

ვაჟთა ნაკრების საუკეთესო შედეგი  ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში - 2003 წელს , ბულგარეთის პლოვდივში დაკავებული III ადგილია.

შემადგენლობა: აზმაიფარაშვილი,ჯობავა,მჭედლიშვილი,ყაჭეიშვილი,გაგუნაშვილი.

 

ევროპის გუნდური  ჩემპიონატის პირველი პარტია 28 ოქტომბრის 17:00 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: 27 ოქტომბრიდან...
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-10-2017 12:13 AM
  • Tags:
Top