
ევროპის გუნდური ჩემპიონატი საბერძნეთის კრეტაზე 27 ოქტომბრიდან დაიწყება და 7 ნოემბრამდე გასტანს. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ქალთა შორის 32 ნაკრები.
საქართველოს ქალთა ნაკრები რეიტინგ-სიის მეორე ნომერი და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია რუსეთისა და უკრაინის გუნდებთან ერთად.
შემადგენლობა:
1.ნანა ძაგნიძე (2520)
2.ნინო ბაციაშვილი (2472)
3.ბელა ხოტენაშვილი (2459)
4.ლელა ჯავახიშვილი (2438)
5.სალომე მელია (2412)
გუნდის კაპიტანი - ელიზბარ უბილავა
ქალთა ნაკრების საუკეთესო შედეგები კონტინენტის პირველობაზე:
I ადგილი - 1997 წელი; პულა,ხორვატია; შემადგენლობა: ჩიბურდანიძე,იოსელიანი,არახამია;
II ადგილი - 1992 წელი; დებრეცენი,უნგრეთი; შემადგენლობა: არახამია,გურიელი,კახიანი;
2005 წელი,გეტერბორგი,შვედეთი; შემადგენლობა:ჩიბურდანიძე,ხურციძე,ლომინეიშვილი,ძაგნიძე,არახამია
2009 წელი,ნოვი-სადი,სერბეთი; შემადგენლობა:ძაგნიძე,ჯავახიშვილი,ხუხაშვილი,ხურციძე,ხოტენაშვილი.
III ადგილი - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; შემადგენლობა:ძაგნიძე,ჯავახიშვილი,პაიკიძე,ხურციძე,მელია.
2015 წელი,რეიკიავიკი,ისლანდია; შემადგენლობა:ძაგნიძე,ხოტენაშვილი,ჯავახიშვილი,ბაციაშვილი,არაბიძე.
ვაჟთა ნაკრები ევროპირველობაზე მე-13 ნომრადაა განთესილი და მათი პროგრამა მაქსიმუმი ხუთეულში მოხვედრა, ხოლო მინიმუმი - ათეულია.
შემადგენლობა:
1.ბაადურ ჯობავა (2705)
2.მიხეილ მჭედლიშვილი (2604)
3.ლევან ფანცულაია (2586)
4.დავით ჯოჯუა (2591)
5.ლუკა პაიჭაძე (2580)
გუნდის კაპიტანი - ზურაბ სტურუა
ვაჟთა ნაკრების საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში - 2003 წელს , ბულგარეთის პლოვდივში დაკავებული III ადგილია.
შემადგენლობა: აზმაიფარაშვილი,ჯობავა,მჭედლიშვილი,ყაჭეიშვილი,გაგუნაშვილი.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი პარტია 28 ოქტომბრის 17:00 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება.
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: 27 ოქტომბრიდან...
- ავტორი:
- თარიღი: 27-10-2017 12:13 AM
- Tags: