ანდრია დადიანი

საქართველოში უხსოვარი დროიდან თამაშობენ ჭადრაკს,გადმოცემის თანახმად, ძველად, ქალი როცა თხოვდებოდა მზითევში ‘ვეფხისტყაოსანს’ და ჭადრაკს ატანდნენ. სამწუხაროდ, მემატიანეს არ შემოუნახავს უძლიერეს მოჭადრაკეთა სახელები. ისტორიაში ცნობილ ქართველ მოჭადრაკეთა სიას სათავეში ანდრია დადიანი უდგას.ჭადრაკზე უზომოდ შეყვარებული, ხელგაშლილი მეცენატი და XIX საუკუნის მეორე ნახევრის უძლიერესი ქართველი მოთამაშე.

საჭადრაკო სამყარო

სათაური: 
საჭადრაკო სამყარო

გამოვიდა საჭადრაკო სამყაროს ახალი ნომერი. მკითხველს მეოთხე ნომერში საშუალება ექნება გაეცნოს 2015 წლის ბოლო მეოთხედის მნიშვნელოვან მოვლენებს. ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ ნინო ხომერიკთან და ქართული საჭადრაკო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურასთან- ნანა ალექსანდრიასთან. ასევე, ტრადიციულად ცოტა რამ ისტორიიდან. საჭადრაკო სამყაროს მეოთხე ნომერი

პრემიერმა მსოფლიო ჩემპიონ ქართველ მოჭადრაკეებს უმასპინძლა

თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მიულოცა (იხილეთ ფოტოგალერეა).

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ერთი-ერთი სფერო, რომელშიც ქართველი ერი განსაკუთრებით წარმატებულია, ეს ჭადრაკია

ქალთა გუნდი - საუკეთესოა!

6 იანვარს, 20:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს " 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონიალი.
ნომინაციაში საუკეთესო გუნდი გაიმარჯვა საქართველოს ქალთა ნაკრებმა!

2015 წლის ჩვენი ქალების მონაგარი:

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ოქრო;
ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაო;
ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქრო.

ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!

დღეიდან, ირანის დედაქალაქში სტარტს აიღებს 2015-2016 წწ. მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 2 ქართველია: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი.

შეგახსენებთ სერიის პირველი ეტაპი მონაკოში გაიმართა 2015 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგი ეტაპები - ბათუმსა (აპრილი) და ჩენგდუშია( ჩინეთი;ივლისი) დაგეგმილი.

'ნონა-75'

საერთაშორისო საიუბილეო ტურნირი ჭადრაკში

21-30 აპრილი, 2016 წ. ქ. თბილისი

ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ორგანიზატორები
1.1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
1.3. ქ. თბილისის მერია.

2. ტურნირები

2.1. A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2001 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები)
2.2. B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები, ურეიტინგოები)

3. სათამაშო წესები

'ჭადრაკი სკოლაში' - ევროპარლამენტში!

8 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა - 'ჭადრაკი სკოლაში' - ევროპარლამენტში გახლდათ. მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ესაუბრნენ: ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალაგზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

სენიორებმა შეჯიბრი დაასრულეს...

გორელი საერთაშორისო ოსტატის ციალა ქასოშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სენიორ-ქალთა შორის.

გამარჯვებულის ანგარიშზე 7-დან 5,5 ქულა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნინო მელაშვილი. ხოლო მესამე ადგილზე 4,5 ქულით მარგალიტა თანდაშვილი გავიდა.

 

ტექნიკური შედეგები

 

ერთბაშად ოთხმა მონაწილემ დააგროვა 5,5 – 5,5 ქულა სენიორ-ვაჟთა შორის ქვეყნის პირველობაზე. დამატებით მაჩვენებლთა ცხრილმა ოთხეული შემდეგნაირად გაანაწილა:

გვერდები

Top