პრეტენდენტთა ტურნირი

რუსეთის  დედაქალაქში 10 მარტს  სტარტი აიღო და 30 მარტამდე გასტანს  პრეტენდენტთა ტურნირი ვაჟთა შორის.  შეჯიბრი 8 მონაწილეს  შორის ორ წრედ გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან მატჩის თამაშის უფლებას მოიპოვებს უმაღლესი ტიტულისათვის ბრძოლაში.

 

მონაწილეთა შემადგენლობა:

1.ფაბიანო  კარუანა (აშშ; 2794)

2.ანიშ გირი        (ჰოლანდია; 2793)

3.ჰიკარუ ნაკამურა  (აშშ; 2790)

4.ლევონ არონიანი (სომხეთი; 2786)

5.ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი; 2780)

6.ვიში ანანდი  (ინდოეთი; 2762)

7.სერგეი კარიაკინი (რუსეთი;2760)

 

პატარებმა ფინალისტები გამოავლინეს

ჭადრაკის სასახლეში  დასრულდა  საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა  (აღმოსავლეთი ზონა)  8;10 და 12 წლამდე ასაკის  ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

 

8 წლამდე გოგონები:

1.თამარ ზღუდაძე  - 8,5 ქულა

2. ნინო ქურდაძე - 7 ქულა

3.ნატო ეთერია - 6 ქულა

4.ნინო ურუშაძე - 6 ქულა

 

8 წლამდე ბიჭები

1.გიორგი  ჯახუა  - 8,5 ქულა

2.ლუკა კილაძე - 7,5 ქულა

წინ, 'ცხელი' გაზაფხული გველის!

 მოგესალმებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  განახლებული ვებგვერდიდან და მოგიწოდებთ ყველა ჭადრაკის მოყვარულს თანამშრომლობისკენ.

ქართული ჭადრაკის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს  ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომაზე წარდგენილი  პროექტის ‘ჭადრაკი სკოლაში’  წარმატება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის
                                
                                                          ოქმი # 1
                                             
                                                                                                                                  07.03.2016 წ.  

ჩინეთში ინტელქტუალური თამაშები დასრულდა...

ჩინეთის ქალაქ ჰუაიანმა მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებს უმასპინძლა. თამაშები  სამ დისციპლინაში გაიმართა: რაპიდი, ბლიცი და ‘ბასკური  სისტემა’.

 

 ელიტურ შეჯიბრში საქართველოდან 2 მოჭადრაკე ასპარეზობდა: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

 

რაპიდებში  კარგად  გამოვიდა  ბელა ხოტენაშვილი. ბელამ 4,5 ქულით II - IV ადგილები გაინაწილა: ჩინელ ჟუ ვენჟუნთან და რუსეთის წარმოამდგენელ, კატერინა ლაგნოსთან ერთად. დამატებითი  მაჩვენებლებით ჩვენებურმა  მეორე ადგილი დაისაკუთრა. ხოლო, პირველ ადგილზე  6 ქულით  მასპინძელთა წარმოამდგენელი  ტან ჟონგი გავიდა.

 

ელვისებურ ჭადრაკში ფანცულაიამ იმარჯვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა გრან-პრის გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში. ფანცულაიამ ტურნირი დამარცხების გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით დამაჯერებლად იმარჯვა.

ჩემპიონს 1.0 ქულით ჩამორჩნენ და II-III ადგილები გაინაწილეს: ლუკა პაიჭაძემ და ლელა ჯავახიშვილმა. ტურნირზე დაწესებული საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა: I ადგილი – 250 ლარი, II ადგილი – 150 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.

12 წლიანებში უძლიერესები გამოვლინდნენ!

 
 

 

მარიამ გაბელაიას და თამარ თასოშვილის აშკარა უპირატესობით წარიმართა თბილისის ჩემპიონატი 12-წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

თბილისის ჩემპიონატი - U08

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა შორის 7-დან 6 ქულით პირველობა გაინაწილეს მარიამ გვათუამ და ანა შერაზადიშვილმა. დამატებითი მაჩვენებლებით, ჩემპიონის წოდება გვათუას ხვდა წილად.

მესამე საპრიზო ადგილის ბედიც ბუჰგოლცის ცხრილით გაირკვა. 5 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ნატო ეთერია; 4. ლიზი ზარიძე.

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top