ჩემპიონები გამოვლინდნენ!

ირაკლი ბერაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20-წლამდე ჭაბუკთა შორის.

გამარჯვებულმა 9-დან 7 პარტია მოიგო და მხოლოდ ორ შეხვედრაში დაუზავდა მეტოქეებს. აღსანიშნავია, რომ ბერაძემ უკვე მეთერთმეტედ (!) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

გამარჯვებულს 1.5 ქულით ჩამორჩნენ და საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრე ებრალიძემ და ნიკა ღვამბერიამ.

დედის დღეს მიუძღვნეს!

3 მარტს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში დედის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და ტრადიციულად, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაც შეკრიბა. ასპარეზობას განსაკუთრებულ ლაზათს ჩვენი ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის თამაში მატებდა.

 

სატურნირო რეიტინგ-სიის სათავეში, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული სოფო ხუხაშვილი გახლდათ 2384 ქულით, მასზე 4 ქულით ნაკლებით და მეორე სასტარტო ნომრით დაიწყო ასპარეზობა 2015 წლის მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ნინო ბაციაშვილმა.

 

თბილისის ჩემპიონატი - U10

  “ვამტკიცებ”                                 
 თბილისის ჭადრაკის ფედერაციის              
 პრეზიდენტი              ზ. მიქაძე       
   “      “                 2016 წ.                    
   ----------     --------------------                    

                                     

                            ქ. თბილისის ჩემპიონატი
                     10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის  
                 26.03-02.04 2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

                               დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

გვერდები

Top