2 ქულით 2 მონაწილე დაწინაურდა

ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის ტურნირზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის დებიუტანტმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული,  თეთრებით თანამემამულე ბელა ხოტენაშვილი დაამარცხა. მეორე ლიდერმა ოლგა გირიამ (რუსეთი) კი ჩინელ

ჟაო ქსიუს მოუგო. ამრიგად, ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს და ტურნირზე კვლავ ორხელისუფლებიანობაა.

ელვისებურში პაიჭაძემ იმარჯვა!

ელვისებურ ჭადრაკში ქართული გრან პრის მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში 9-დან 7,5 ქულით ლუკა პაიჭაძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა კონსტანტინე შანავა. 6,5 ქულით და უკეთესი რეიტინგით მესამე საპრიზო ადგილზე გიგა ყუფარაძე გავიდა.

 

ტექნიკური შედეგები

მონაწილეები წილისყრით განლაგდნენ

ბათუმში, ქალთა მსოფლიო საჭადრაკო გრან პრის საზეიმო გახსნა და მონაწილეთა ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.სასტუმრო ‘ინტურისტში’ გამართულ  გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ: აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ქართული ჭადრაკის ლეგენდა - ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და სხვა საპატიო სტუმრები.

 

წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განლაგდნენ:

1.ჯავახიშვილი

2.ხოტენაშვილი

3.ანა მუზიჩუკი

4.სკრიპცენკო

5.გუნინა

6.ჟაო ქსიუ

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

 საერთაშორისო ოსტატ, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა ქართული ვაჟთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშება.

გამარჯვებულმა, პირველობა 9-დან 7,5 ქულით  დავით მაღალაშვილთან ერთად გაინაწილა და დამატებითი  მაჩვენებლებლებით  გაუსწრო მეტოქეს.

მესამე ადგილზე 6,5 ქულით კონსტანტინე შანავა გავიდა.

 

ასპარეზობაზე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

1000 ლარი 

ჯოჯუამ და ტერელაძემ თურქეთში გაიმარჯვეს!

დიდი წარმატებით იასპარეზედ თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო  ‘ღია’ ტურნირზე!

ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დავით ჯოჯუამ აჩვენა, ხოლო ქალთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ.

ჯოჯუამ 7-დან 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ტურნირში. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-XI ადგილები გაინაწილეს: თორნიკე სანიკიძემ და დავით ბენიძემ.

სოფიკო  ტერელაძის აქტივში კი 5 ქულა და ქალთა შორის პირველი ადგილია.

 

გრან პრის გათამაშებაში 4 ქართველი ქალი ჩაებმება!

ბათუმში, დღეიდან სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი. ტურნირის საზეიმო გახსნა გაიმართება სასტუმრო ‘ინტურისტში’ – 19 აპრილს, 20:00 საათზე.

შეჯიბრში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. მათ შორის: 2 მსოფლიოს ექსჩემპიონი, საჭადრაკო  ოლიპიადების, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და კონტინენტალური ჩემპიონატების გამარჯვებულები.

გვერდები

Top