გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს!

19 აპრილიდან  ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის  სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად გრან პრის სერიის ტურნირების ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს. ფიდეს გადაწყვეტილებით გრან პრის სერიის  ტურნირთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.შესაბამისად დაემატა მონაწილეთა რაოდენობა და ჩვენდა სასიხარულოდ კიდევ 2 ქართველ მოჭადრაკეს მიეცა შანსი იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის.

 

ბათუმური ტურნირის მონაწილენი:            

                                  

1.ნანა ძაგნიძე           (საქართველო);

2.მარია მუზიჩუკი    (უკრაინა);

სხვაობა გაზარდა...

მნიშვნელოვნად გაზარდა სხვაობა უახლოეს მდევარ სალომე მელიასთან - ქალთა ჩემპიონატის ლიდერმა, ლელა ჯავახიშვილმა. ფინიშამდე 2 ტურით ადრე ლელას აქტივში 7 ქულაა და  'მთელი' 1,5  ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ მელიას. III - VI ადგილებს 5 ქულით ინაწილებენ: სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მაია ლომინეიშვილი და ნინო ხურციძე.

 

პარტიები ანალიზით

ჯავახიშვილი პირველობას ინარჩუნებს!

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის და 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ლელა ჯავახიშვილი, ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს ქვეყნის რიგით 73-ე ჩემპიონატზე.

ფინიშამდე 3 ტურით მის აქტივში 6 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა მეორე ადგილზე მყოფ სალომე მელიასთან.ხოლო,  მესამე ადგილს  4,5 ქულით სოფიკო ხუხაშვილი  ინარჩუნებს.

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

თბილისის ჩემპიონატზე - სანიკიძემ და დოლაკიძემ იმარჯვეს!

ჭადრაკის  სასახლეში  დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა შორის 5,5 - 5,5 ქულით პირველობა ორმა მარიამმა:  დოლაკიძემ და გვათუა გაიყო.თუმცა, დამატებითმა მაჩვენებლებმა ჩემპიონობა დოლაკიძეს არგუნა.

მესამე ადგილზე, ასევე დამატებითი მაჩვენებლებლის დახმაარებით მართა ქათამაძე გავიდა 4,5 ქულით.

 

ტექნიკური შედეგები

 

გვერდები

Top