ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ...

რუმინეთის მამაიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მონაწილეთა ჯგუფი დაწინაურდა. მათ შორის 2 ქართველი მოჭადრაკეა: სოფო ხუხაშვილი და მერი არაბიძე.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ: ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას და ნინო ხურციძე.

 

ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი  შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში  27 ქვეყნის 112 ქალი მონაწილეობს.

ფანტასტიკურად იასპარეზა!

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გოგონათა შორის ნინო ხომერიკმა, დიდი წარმატებით იასპარეზა რუსეთის კირიშებში დასრულებულ 'მსოფლიოს ახლაგაზრდა ვარსკვლავთა' ტურნირში!

აღსანიშნავია, რომ  ქართველი ჩემპიონი ასპარეზობის ერთადერთი მონაწილე-გოგონა იყო. მიუხედავად ამისა ტოლი არ დაუდო ძლიერი სქესის წარმომადგენლებს და 11-დან 7,5 ქულით პირველობა გაინაწილა საველი გოლუბევთან (რუსეთი) ერთად. გარდა, ამისა ნინომ ტურნირში ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის და ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა სარეიტინგო 106 ქულის მატებასთან ერთად!

 

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ჰეგემონიით დასრულდა...

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის გუნდების სრული ჰეგემონიით დასრულდა ვახტანგ ქარსელაძის ტრადიციული მემორიალი!

8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის  6,5 ქულით ერთპიროვნულად გაიამრჯვა აკადემიის გუნდმა ‘აკადემია-8’ - მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე. გამარჯვებულ გუნდს ნახევარი ქულით ჩამორჩა მზია წერეთლის ‘ორბი’. 4,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე ოთარ დოლიძის ‘დოლიძე-8’ გავიდა.

ხომერიკმა პირველზე გადაინაცვლა!

ბწრყინვალედ ასპარეზობს ნინო ხომერიკი (2304)  რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები”, სადაც ის ერთადერთი გოგონა მონაწილეა. მიუხედავად, ამისა ნინო მსოფლიოს უძლიერეს ჭაბუკებს არ ეპუება და 9 ტურის შემდეგ  6,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ასპარეზობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას ნიომ უკვე შეასრულა ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა და დარჩენილ 2 პარტიაში ვაჟთა შორის ოსტატობის შესრულებაც შეუძლია.

მეშვიდე ტური

მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი:

 

8 წლამდე:

  1    winers-m.machitidze ( 4 ) - akademia-8-kh.bakhta( 5«)     9- 10       

  2    martve-z.chkuaseli  ( 4«) - orbi-m.tsereteli    ( 5 )     1- 14       

  3    dolidze-8-o.dolidze ( 4 ) - NTN-8-d.gurgenidze  ( 3«)    16- 11       

  4    amom.varsk-g.khomeri( 3«) - shevardeni-m.tserete( 3 )     7- 15       

  5    151-2-i.kviriashvili( 3 ) - apkhazeti-1-n.gelena( 3 )     3- 18       

  6    151-1-i.kviriashvili( 3 ) - aisi-g.macharashvili( 2«)     2-  4       

ქარსელაძის მემორიალის მეექვსე ტური

  მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი:

 

8 წლამდე:

  1    akademia-8-kh.bakhta( 4«) - NTN-8-d.gurgenidze  ( 3«)    10- 11       

  2    orbi-m.tsereteli    ( 4 ) - dolidze-8-o.dolidze ( 4 )    14- 16       

  3    151-1-i.kviriashvili( 3 ) - martve-z.chkuaseli  ( 3«)     2-  1       

  4    onavrebi-8-e.pkhakad( 3 ) - winers-m.machitidze ( 3 )    17-  9       

  5    apkhazeti-2-n.gelena( 2«) - amom.varsk-g.khomeri( 2«)    19-  7       

  6    shevardeni-m.tserete( 2 ) - niutoni-2-n.gelenava( 2 )    15- 20       

27-დან მამაიაში...

27  მაისიდან რუმინეთის ქალაქ მამაიაში სტარტს აიღებს ევროპის რიგით მე-17  ქალთა პირველობა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში მონაწილეობას 27 ქვეყნის 112 ქალი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულის წილად 11 000 მოდის, II ადგილი - 9 000 მიიღებს, ხოლო III  ადგილი - 7 000. XX ადგილზე გასული მოჭადრაკე კი 1000 დასჯერდება. ამასთანავე, I-XIV ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიით დაჯილდოვდებიან.

ინწკირველის მემორიალი

შოთა ინწკირველის მემორიალი –7 და 9 წ.წ.

07.06–11.06.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. სისტემა: ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2. დროის კონტროლი: თითოეულს 25 წთ. მთელ პარტიაზე.

3. მონაწილენი: ტარდება 4 ტურნირად, ორ ასაკობრივ ჯგუფში:

7 წ. ჭაბუკებში (უმცროსი ასაკი) დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრიდან.

7 წ. გოგონებში (უმცროსი ასაკი) დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრიდან.

9 წ. ჭაბუკებში (უფროსი ასაკი) დაბადებულნი 2007 წლის 1 იანვრიდან.

4 ტურის შემდეგ...

 4 ტურის შემდეგ  ქარსელაძის მემორიალს 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ერთპიროვნულად ლიდერობს  თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის გუნდი  ‘აკადემია-14’. 12 წლიანებშიც ერთპიროვნულად  ლიდერობს საჭადრაკო აკადემიის გუნდი  ‘აკადემია-12’. 10 წლამდე ასაკში   ლიდერობს  დავით  გურგენიძის  ’NTN-10’ დაწინაურდა. ხოლო  8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის 2 გუნდი: ‘აკადემია-8’ და ‘მართვე’ ლიდერობს და  მეხუთე ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი პირველობისათვის ბრძოლაში.

 

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:

8 წლამდე:

გვერდები

Top