პარტიას პარტიაზე იგებს!

ზედიზედ, მეოთხე გამარჯვება იზეიმა ბაადურ ჯობავამ ბერძენ დიდოსტატ მირკო პილიგრასთან პარტიაში, კოსოვოში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის. ქართული ვაჟთა ჭადრაკის ლიდერი 4-დან 4 ქულით პირველობას რადოსლავ ვოიტაშეკთან (პოლონეთი) და ერნესტო ინარკიევთან (რუსეთი) ერთად ინაწილებს.

მეხუთე ტურში ქართველი დიდოსტატი რუსეთის წარმომადგენელ, ნიკიტა ვიტიუგოვს დაუპირისპირდება შავი ფიგურებით.

 

დანარჩენ ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ლევან ფანცულაია - 3 ქულა

ზურაბ სტურუა - 3 ქულა

მერაბ გაგუნაშვილი - 3 ქულა

თორნიკე სანიკიძე - 2,5 ქულა.

ხუთივემ გაიმარჯვა!

წარმატებით ასპარეზობენ ქართველი ვაჟები კოსოვოში მიმდინარე რიგით მე-17 ევროპირველობაზე! განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მესამე ტური ჩვენებისთვის, ყველა მათგანმა მოიგო შეხვედრა!

3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან: საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა.

გამოვლინდნენ ნორჩი ჩემპიონები!

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8;12 და16 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 9 ტურად და 6 ტურნირად გაიმართა.

 I-II  ადგილზე  გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურებით. საპრიზო სამეული ასევე დაჯილდოვდა  ელიტ ელექტრონიქსის სრეციალური სასაჩუქრე ვაუჩერებით.

 

საბოლოო შედეგები:

ქართველი ვაჟები ევროპირველობაზე გაემგზავრნენ...

კოსოვოს ქალაქ გიაკოვოში სტარტი აიღო ევროპის რიგით მე-17  პირველობამ ვაჟთა შორის.

ჩემპიონატში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე ასპარეზობს და  მისი საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. პირველი ტური 12 მაისს გაიმართება ადგილობრივი დროით 15:30 წუთზე.ხოლო, დასკვნითი მე-11  - 23 მაისს. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტები არიან დავიდ ნავარა (2735, ჩეხეთი), რადოსლავ ვოიტაშეკი (2722, პოლონეთი), ნიკიტა ვიტიუგოვი (2721, რუსეთი).

ჩვენი ქვეყნის ღირსებას ასპარეზობაზე 5 დიდოსტატი დაიცავს:

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი

        ვ. ქარსელაძის მემორიალი  8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის
         
        20.05-27.05. 2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

          დებულება

 

1. ჩატარების სისტემა: ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით,
  7 ტურად. 12-ზე ნაკლები გუნდების შემთხვევაში ჩატარების სისტემას 
  განსაზღვრავს მსაჯთა კოლეგია.

მსოფლიოს ჩემპიონატი მოყვარულთა შორის...

საბერძნეთის ჰალკიდიკში  დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში საქართველოს სახელით ეროვნული ოსტატი გიორგი ტყავაძე ასპარეზობდა.

საქართველოს ჩემპიონატი - U08;U12;U16

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი. პირველი ტური დღეს, 15:00 საათზე გაიმართა და შემდეგი 7 ტურიც (მე-8 ტურის ჩათვლით) ამავე დროს დაიწყება. ხოლო, დასკვნითი მე-9 ტური 13 მაისის 11:00 საათზე აირებს სტარტს.

I-II  ადგილზე  გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურებით.

 

 

ტექნიკური შედეგები :

 

გოგონები 8 წლამდე

საქართველომ თავისი საამაყო შვილის იუბილე იზეიმა!

 

3 მაისს, საქართველომ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი , საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე (1989 -1996 წლებში), საქართველოს XX  საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, ჭადრაკის ლეგენდა   ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 75 წლის  გახდა! ამასთან დაკავშირებით თბილისში, მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 75 წლის იუბილეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას!

 

 

ნონა  გაფრინდაშვილი 

 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული

1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები

 

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები

საქართველოს XX  საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი

 

ნონა -75!

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის იუბილესადმი  მიძღვნილ ღონისძიებათა განრიგი:

 

17:00 - ნონას სახელობის ვარსკვლავი გახსნა ჭადრაკის სასახლის წინ;

18:00 - საიუბილეო საღამო  შოთა რუსთაველის თეატრში.

 

 

 

გვერდები

Top