ბათუმში დასრულდა...

ბათუმში დასრულდა მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი ჭადრაკში, რომლის გამარჯვებულიც რუსი ვალენტინა გუნინა (2497) გახდა. მან მან 11 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (2557) ნახევარი ქულით გაუსწრო.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა (2476) აჩვენა, რომელმაც 6 ქულით უკრაინელი ანა მუზიჩუკის (2555) დარი  შედეგი აჩვენა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები მასზე უკეთესი აღმოაჩნდა და მე-3 პოზიცია დაიკავა.

ვაჟთა შორის - ემილ სუტოვსკიმ, ხოლო ქალთა შორის სალომე მელიამ იმარჯვა!

თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ჩემპიონის თასის გათამაშება. 

 

ძირითად 'A' ტურნირში 9-დან 7 ქულით პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით, 'ნონას თასი' - პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ სუტოვსკიმ (ისრაელი) დაისაკუთრა. მეორე ადგილზე ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი) გავიდა.გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: ევგენი რომანოვი (რუსეთი) და სერგეი ჟოგალკო (ბელორუსია).

 

გვერდები

Top