'ბათუმი – 2016'

ბათუმში,  დასრულდა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 'ბათუმი – 2016'  8,10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის.  დაწესებული იყო 40 პრიზი 4 ასაკობრივ კატეგორიაში. როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

 

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 3 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) 83-მა ნორჩმა   მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

 

'მეგობრობამ გაიმარჯვა'

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,20  ივლისს , ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. უძველესი თამაშის ყველა მოყვარულს, დიდს თუ პატარას შეეძლო მოსვლა და საჭადრაკო ორთაბძოლებში მონაწილეობის მიღება.

საყვარელი თამაში გაიხსენეს  ვეტერანმა მოჭადრაკეებმაც. ჩვენი ქვეყნის წარმატებული იურისტები: ნათია წკეპლაძე და ალექსანდრე იოსელიანი.

საზეიმოდ აღნიშნეს!

20  ივლისს ჭადრაკის სასახლეში საზეიმო  ვითარებაში აღინიშნა ჭადრაკის საერთაშორისო დღე.  ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE)  1924 წელს  20 ივლისს დაარსდა პარიზში. ამ, დღის აღნიშვნის ტრადიცია 1966 წლიდან იღებს სათავეს. სულ, ‘ფიდე’ 187 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს და მთელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ანონსი!

20 ივლისს ყველას გეპატიჟებით  ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე.

 

მონაწილეობენ ჩვენი ლეგენდარული  ჩემპიონები, ყოფილი მოჭადრაკეები - ჩვენი საზოგადოების წარმატებული ადამიანები, სპორტისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ინტელექტ კლუბის  ‘რა? სად? როდის?'  წევრები  და სხვა ოფიციალური პირები.

 

შემოგვიერთდით,  ერთად აღვნიშნოთ ჭადრაკის დღე!

ყუფარაძე დაწინაურდა...

საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე (2445)  და საერთაშორისო დიდოსტატი  ბორის სავჩენკო (2633)   I-II ადგილებს  ინაწილებენ   ფოთში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის მთავარ ‘A  ტურნირში’.

მომდევნო ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში. თეთრი ფიგურებით ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან:   

 ალექსანდრ  ზუბოვი (უკრაინა;2614), დავიდ პარავიანი (სომხეთი; 2511),ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი;2432) და დავით ლომსაძე (2364).

 

წარმატება ესპანეთში!

წარმატებით იასპარეზა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ესპანეთის ბენასკეში გამართულ ‘XXXVI OPEN INTERNACIONAL "VILLA DE BENASQUE’

 ნინომ 10-დან ,5 ქულა დააგროვა და ქალთა ჩათვლაში საუკეთერსო შედეგი აჩვენა. ხოლო, ვაჟთა შორის მე-7 - 20 ადგილები გაინაწილა ესპანეთის სახელით მოასპარეზე, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავასთან ერთად.

სალომე მელიას აქტივში  7 ქულა  და ქალთა შორის  მე-3 ადგილია. მერი არაბიძემ 6,5 ქულა აიღო, ხოლო ქეთი წაწალაშვილმა 6 ქულით დაასრულა ასპარეზობა.

ჩენდუ, ჩინეთი...

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართული ფიდე-ს გრან-პრის მორიგი ეტაპი ინდოელ მოჭადრაკეთა გამარჯვებით დასრულდა. დრონავალი ჰარიკამ (2526) და ჰამპი კონერუმ (2575) 7 – 7 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით კი, პირველობა ჰარიკას  ერგო.

6 -6 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები ჩინელმა  ჟუ  ვენჟუნმა (2578), ბულგარელმა ანტოანეტა სტეფანოვამ (2512) და უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა (2545) გაინაწილეს.

ბელა ხოტენაშვილი  5.5 ქულით მე- 6 ადგილზე გავიდა. ხოლო, ლელა ჯავახიშვილი (2487), 5 ქულით - მეცხრეზე.

 

შანავას გამარჯვებით დასრულდა...

წალენჯიხელი დიდოსტატის, კონსტანტინე შანავას გამარჯვებით დასრულდა თურქეთში გამართული  ‘Başkent University International Open Chess Tournament (Category A)’ !

 

I ადგილი  - შანავა (2526)  - 8 ქულა ((7 მოგება; 2 ფრე)  

II ადგილი  - გიორგი ბაღათუროვი (საქართველო; 2407) – 7,5 ქულა;

III ადგილი - მეილის ანაბერდიევი  (თურქმენეთი;2429) – 7 ქულა.

 

ფოთის XI საერთაშორისო, საჭადრაკო ფესტივალი

დღეიდან, ფოთში სტარტს აიღებს ტრადიციული, XI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი. ასპარეზობა 10 ტურნირად  (8 კლასიკურ ჭადრაკში; 2 ელვისებურში) გაიმართება და საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

ტექნიკური შედეგები  იხილეთ:

A  ტურნირი

B   ტურნირი

ერთპიროვნულად გაიმარჯვა!

თბილისელი საერთაშორისო ოსტატის, ბაჩანა მორჩიაშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირი  ‘ბათუმის მერიის თასი-2016’!  გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს კონკურენტებს.

6,5 ქულით და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

I ადგილი - ვიტალი სივუკი   (უკრაინა;2509);

II  ადგილი - რაფაელ ბაკუნცი (სომხეთი;2384);

III ადგილი  - გიგა ყუფარაძე    (2445).

გვერდები

Top