დორტმუნდის პარალელურად

დორტმუნდის პარალელურად ჩინეთის ქალაქ დანჩჟოუში მიმდინარეობს ძლიერი, საერთაშორისო ‘დახურული’  ტურნირი  'People's Daily Online Cup'. . შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება. მონაწილეთა შორის არიან: ექვს  ჩინელი  დიდოსტატი და ოთხი დანარჩენი მსოფლიოდან. დიდი ინტერესს იწვევს ქალთა შორის ჩინელი მსოფლიო ჩემპიონის, ჰოუ იფანის და საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტური  მოთამაშის, ვასილ ივანუჩკის ასპარეზობა.  

დორტმუნდში სტარტი აიღო...

 

 

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სუპერტურნირმა.

მცირე რამ ისტორიიდან:                                 

საჭადრაკო ტურნირები დორტმუნდში 1928 წლიდან ტარდება. ხოლო 1973 წლიდან საჭადრაკო ღონისძიებამ უკვე ფესტივალის სახე მიიღო. მთავარი სუპერტურნირის პარალელურად იმართება მასობრივი ‘ღია’ ტურნირიც.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტჯერ (10-ჯერ) მსოფლიოს ექსჩემპიონი, ვლადიმირ კრამნიკი გახლდათ მისი გამარჯვებული. თუმცა, ბოლო 4 წლის განმავლობაში  პირველობას არავის უთმობს, შარშანდელი გამარჯვებული  ფაბიანო კარუანა.

მელია ლიდერთა შორისაა!

სალომე მელია,  ესპანურ ბენასკეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ლიდერთა შორისაა,  3-დან 3 გამარჯვებით!

ლიდერებს,  ნახევარი ქულით  ჩამორჩება მერი არაბიძე. 2-2 ქულა აქვთ აქტივში: ქეთი წაწალაშვილს და ნინო ბაციაშვილს.

სულ, ტურნირში 31 ქვეყნის 413 მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად ტარდება და 16 ივლისს დასრულდება.

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

ესპანურ ბენასკეში...

ესპანეთის ქალაქ ბენასკეში რიგით XXXVI, ტრადიციულმა საერთაშორისო ღია ტურნირმა აიღო სტარტი. ასპარეზობაში 31 ქვეყნის 413 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და მათ შორის 4 ქართველი მოჭადრაკეა: ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე და ქეთი წაწალაშვილი. პირველ ტურში ყველა მათგანმა გამარჯვება იზეიმა.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები

გელაშვილმა პირველობა გაინაწილა.

 

I-VII  ადგილები გაინაწილა,საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თამაზ გელაშვილმა (2557) ამერიკაში გამართულ ‘World Open 2016’!

გამარჯვებულმა  9-დან 7 ქულა დააგროვა თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

პირველობა უნგრელმა მოჭადრაკემ, გაბორ პაპმა(2596) დაისაკუთრა. მეორე ადგილი კი მოლდაველ ვიქტორ ბოლოგანს ერგო.

ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ, გიორგი ყაჭეიშვილმა 9-დან 6 ქულა დააგროვა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

განცხადება

მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი ჭადრაკში

8 – 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის

 

18 – 31 ოქტომბერი2016, ბათუმი

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი : სასტუმრო  „შერატონი“.

განრიგი :

18   ოქტომბერი

სამშაბათი

 

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი

 

 საქართველოს  საკლუბო ჩემპიონატი

  21 – 28 სექტემბერი  2016  წ. ქ. ლაგოდეხი  

    დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 

  1. მიზანი და ამოცანები:
  • საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
  • საქართველოს უძლიერესი კლუბების გამოვლენა.
  • 2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.
  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, სისტემა და ტურების რაოდენობა განისაზღვრება მონაწილე გუნდების რაოდენობის მიხედვით.  

დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ორივემ ფრედ დაასრულა შეხვედრა

ორივე ქართველმა მონაწილემ ფრედ დაასრულა შეხვედრა ქალთა მსოფლიო გრან პრის მეოთხე ტურში. ლელა ჯავახიშვილი შავებით ანა მუზიჩუკს დაუზავდა, ხოლო  ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ჩინელ ჟაო ქსიუსთან დაასრულა პარტია ყაიმით. ხვალ, მონაწილეები დაისვენებენ. მომდევნო ტური კი 7 ივლისს გაიმართება.

  

სატურნირო მდგომარეობა:

1.ჰარიკა დრონოვალი - 3,5 ქულა

2.ჰამპი კონერუ - 3 ქულა;

3-5. ბელა ხოტენაშვილი, ანტოანეტა სტეფანოვა, .ჟუ ვენჟუნი, - 2,5 ქულა

6. ანა მუზიჩუკი -  2 ქულა;

მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა!

ბელა ხოტენაშვილმა, ჩინეთის ჩენდუში მიმდინარე ქალთა გრან პრის მესამე ტურში, მსოფლიოს ექსჩემპიონი, მარია მუზიჩუკი დაამარცხა!

პარტიის მსვლელობისას, მეტოქეები ინგლისური დასაწყისიდან ძველინდურ რელსებზე გადაერთვნენ და ბელამ კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგის მიერ დებიუტში დაშვებული უზუსტობა, რომელსაც  ტიპიური დარტყმით უპასუხა.

13.b4!-ის შემდეგ თეთრებით მოთამაშე ბელამ დიდი უპირატესობა მოიპოვა და  დამაჯერებლად  მიიყვანა პარტია ლოგიკურ დასასრულამდე.

 

გვერდები

Top