დღეიდან, ვუქომაგოთ!

დღეიდან, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში სტარტს აიღებს ქალთა  2015-16 წწ. მსოფლიო საჭადრაკო გრან პრის რიგით IV  ეტაპი. ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკე: ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი  იბრძოლებს პირველობისთვის. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ჩენგდუ აღმოჩნდა იღბლიანი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის შარშან, როდესაც  მათ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს  მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. იმედია,  რომ ჩვენი წარგზავნილები ამ ტურნირშიც გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით.

 

ფანცულაიამ, ბლიცებშიც იმარჯვა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფანცულაიას გამარჯვეით დასრულდა გრან პრის მესამე ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა საერთაშორისო დიდოსტატმა, კონსტანტინე  შანავამ. ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე გავიდა.

 

გვერდები

Top