ქართველი მოზარდები ბოტვინიკის თასის გათამაშებაში იასპარეზებენ.

რუსეთის დედაქალაქში 8-დან  16 აგვისტომდე  მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბოტვინიკის თასის გათამაშება გაიმართება. ასპარეზობა წრიული სისტემით   10 ქვეყნის 11  ახალგაზრდულ ნაკრებს შორის გაიმართება. თითოეული  გუნდის შემადგენლობაში 4 ჭაბუკი და  კაპიტანი - დიდოსტატია.

 

საქართველოს ღირსებას ტურნირზე დაიცავენ:  ნიკოლოზ პეტრიაშვილი,ნიკოლოზ კაჭარავა,შოთა ხოდაშნელი, ანასტასია სიდამონიძე;  გუნდის კაპიტანი - საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდის ყველა წევრი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეა.

 

'მსოფლიოს ჩემპიონატი - U20'

დღეიდან, ინდოეთის ქალაქ ბუშენვარში სტარტს აიღებს მსოფლიოს  პირველობა  20 წლამდე ასაკის  მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება. ჭაბუკთა შორის ასპარეზობაზე - მსოფლიოს 83 უძლიერესი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო გოგონათა შორის კი 59 მონაწილეა დაფიქსირებული.

მსოფლიო პირველობაზე ჩვენი ქვეყნის სახელით: ირაკლი ბერაძე და მარიამ ჭოლაძე იასპარეზებენ.

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

'რაჭა 2016'

ქალაქი ამბროლაური საჭადრაკო ფესტივალს ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2016“-ს მასპინძლობს. საქართველოს მაშტაბით, თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალური რაიონის 114 მოჭადრაკე ერთი კვირის განმავლობაში შეეცდება თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს და ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2016 წლის 7 აგვისტოს გაიმართება, მოიპოვოს ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული (სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში).

გვერდები

Top