ნორჩმა მოჭადრაკეებმა ფედერაციის თასისთვის დაიწყეს ბრძოლა

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებამ  ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

ასპარეზობა 3 ასაკობრივ (08;10;12) კატეგორიაში გაიმართება როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

08 გოგონები

08 ჭაბუკები

10 გოგონები

'ნონამ' მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება!

საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ’ნონამ’ ფრედ დაასრულა შეხვედრა დედაქალაქის გუნდთან ‘თბილისი’ და მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება.  აჭარის წარმომადგენლებმა ტურნირში 6 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ბოლო დაასრულეს ფრედ.  

ვერცხლის მედლები ქვემო ქართლის წარმომადგენელ “რუსთავს” ერგო, რომელმაც მე-7 ტურში შიდა ქართლის “გორს” 5.5:0.5 სძლია და  12 ქულა დააგროვა. ხოლო, მესამე საპრიზო ადგილზე  11 ქულით თბილისი გავიდა.

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე...

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მეექვსე ტურში,დაუმარცხებელი აჭარის კლუბის მორიგი მსხვერპლი რაჭის ‘ამბროლაური’ გახდა.’ ამ შეხვედრაში პირველი 100% შედეგი - 6:0 დაფიქსირდა ბათუმელთა სასარგებლოდ. დღევანდელი მოგებით აჭარულმა კლუბმა პრაქტიკულად ერთი ტურით ადრე   მოიპოვა ჩეპიონის ტიტული.

გადამწყვეტი მატჩები მოიგეს ასევე თბილისმა და რუსთავმა.ორივე გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება, დედაქალაქის წარმომადგენლებმა  2016 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული სამეგრელო’ დაამარცხეს, ხოლო ქვემო ქართლის კლუბმა კახელთა ‘კახეთს’ დააყრევინა ფარ-ხმალი.

გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისათვის...

ჩემპიონობისათვის გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო აჭარის ‘ნონამ’ - ქვემო ქართლის ‘რუსთავთან’   დაპირისპირებაში. შეხვედრაში I-V დაფაზე საყაიმო შედეგები დაფიქსირდა, მატჩის ბედი 20-წლამდე გოგონათა დაფამ გადაწყვიტა, სადც მსოფლიოს ჩემიონმა გოგონათა შორის დინაა სადუკასოვამ ანა შამათავა დაამარცხა, აღსანიშნავია რომ ყაზახმა მოჭადრაკემ ზედიზედ მე-5 პარტია მოიგო და მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერობაში.

ნინო ხომერიკი, ლიდერთაა შორისაა...

პირველობას  ინაწილებს  ხანტი-მანსიისკში  მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნინო ხომერიკი!

ევროპის ორგზის ჩემპიონის აქტივში 4-დან 3,5 ქულაა, მის მსგავსად 3,5-3,5 ქულა დააგროვეს: ალექსანდრა ობოლენცევამ, მარიოლა ვოზნიაკმა და სტავრულა ცოლაკიდუმ. მომდევნო, მეხუთე ტურში ლიდერები ერტმანეთს დაუპირისპირდებიან:  ხომერიკი - ობოლენცევას, ხოლო ვოზნიაკი - ცოლაკიდუს.

ჩემპიონატში,  ნინოს გარდა კიდევ 6 ქართველი  მოჭადრაკე მონაწილეობს.

U14 – ლუკა ობოლაძე, მაია ბეჭვაია - 2 ქულა;

U16 - შოთა ხოდაშნელი - 1,5, ელენე კოსტავა - 1 ქულა;

მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს!

 

ლაგოდეხში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე  დღეს მეოთხე ტური გაიმართა და  ორივე ლიდერმა:  ‘რუსთავმა’ და ‘ნონამ’ მეწინავეობა შეინარჩუნა  .

‘რუსთავმა’ დიდი ანაგარიშით 5,5 – 0,5 ‘ამბროლაური’ დაჯაბნა, ხოლო ‘ნონამ’ – ‘ქუთაისი’ დაამარცხა დამაჯერებლად. მესამე  საპრიზო ადგილზე  მყოფმა ‘თბილისმაც’ იოლად მოიგო  ‘გორთან’ შეხვედრა.

'რუსთავმა' - 'თბილისი' პრინციპულ ბრძოლაში დაამარცხა!

ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტულისათვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო  ქვემო ქართლის საჭადრაკო კლუბმა ‘რუსთავმა’ -თბილისის კლუბთან დაპირისპირებაში. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, მართალია I-II  დაფაზე ყოველგვარი გართულებების გარეშე გააფორმეს ყაიმები: თამაზ გელაშვილმა ლევან ფანცულაიასთან და  თორნიკე სანიკიძემ ლაშა ჯანჯღავასთან. სამაგიეროდ დანარჩენ პარტიებში დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დიდი კლასი ზურაბ სტურუამ. ამჟამად, მან შავი ფიგურებით ლუკა პაიჭაძე  გადაითამაშა.თუმცა, დანარჩენმა გუნდის წევრებმა მხარი ვერ აუბეს.

ორი ფავორიტის დაპირისპირება დედაქალაქის წარმომადგენელთა სასარგებლოდ დასრულდა

საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ორი ფავორიტის: კახეთის და თბილისის გუნდების დაპირისპირება.აღსანიშნავია, რომ  წინა სატურნირო რეიტინგ-სიით ფავორიტად  კახელები მოიაზრებოდნენ. პირველ დაფაზე  საქართველოს ნაკრების წევრებმა: ლევან ფანცულაიამ და მიხეილ მჭედლიშვილმა სამჯერ გამეორებით დებიუტშივე დააფიქსირეს ფრე, ლიდერებს მიბაძეს ჭაბუკთა დაფაზე მოთამაშე  გიორგი   სიბაშვილმა და გაგა ბერაძემ. მაგრამ, დანარჩენ დაფებზე უშეღევათო ბრძოლა გაიმართა. შავი ფიგურებით რთული პოზიციაში  კარგად დაიცვა თავი ლაშა ჯანჯღავამ მერაბ გაგუნაშვილთან დაპირისპირებაში.

დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლები დაამარცხეს

საინტერესოდ წარიმართა ლაგოდეხში  დაწყებული საკლუბო ჩემპიონატის პირველი ტური.

დიდ ინტერესს იწვევდა ფავორიტების: მასპინძელთა გუნდის ‘კახეთის და  2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის აჭარის ‘ნონას’ დაპირისპირება.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი

რუსეთის ჰანტი-მანსიისკში  საზეიმო  ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა.

ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 14:16 და 18 წლამდე ტარდება როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.

საქართველოს სახელით შეჯიბრში მონაწილეობენ:

U14 –მაია ბეჭვაია; ლუკა ობოლაძე; შოთა ხოდაშნელი.

U16 -ნატა ჯიბუტი; ელენე კოსტავა; ირაკლი ახვლედიანი.

U18 – ევროპის  2-გზის ჩემპიონი ნინო  ხომერიკი;

გვერდები

Top