ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში’

 

25-26  ოქტომბერს ბათუმში,  ევროპის  საჭადრაკო  კავშირის ეგიდით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია  ‘ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში’.

მაღალ დონეზე ჩატარებული  ღონისძიება შესაბამისად  გაშუქდა მსოფლიოს  საჭადრაკო მედია სივრცეში.

კონფერენციის მუშაობის შესახებ მომზადდა  დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერა უახლოეს მომავალში  იგეგმება. გთავაზობთ, ფილმის პრომო ვერსიას.

'ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში’

25-26  ოქტომბერს ბათუმში გაიმართა ევროპის  საჭადრაკო  კავშირის ეგიდით პირველი საერთაშორისო კონფერენცია  ‘ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში’

ნეკროლოგი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის ჭადრაკის სასახლის დაარსებიდან მისი პირველი დირექტორი,საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საერთაშორისო არბიტრი ლილი წეროძე.

საქართველოს  საჭადრაკო სამყარო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. 

გამოსვენება: 10 ნოემბერს, ხუთშაბათს 14:00 სთ–ზე, თბილისის ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლიდან.

გამოფენის ერთ-ერთი თემა 'საჭადრაკო ოკუპაცია' გახლდათ...

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის - არტისტერიუმის ფარგლებში, ლიტერატურის მუზეუმში მიმდინარეობს საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და აშშ.) "საცხოვრებელი ოთახი II". გამოფენის ერთ-ერთი თემა' საჭადრაკო ოკუპაცია' გახლდათ.

გამოფენაზე საპატიო სტუმრის რანგში მიწვეულთა შორის იყვნენ: ბრაზილიის ელჩი საქართველოში მარტინს გარსია,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და სხვები.

გამარჯვებით დაიწყეს!

სერბეთის  ნოვი-სადში სტარტი აიღო ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა. კონტინენტის პირველობა 13 ნოემბრამდ ეგასტანს და ის რიგით 21-ეა ქალთა შორის, ხოლო ვაჟთა შორის 32-ე. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება. ვაჟთა შორის 63 გუნდი, ხოლო ქალთა შორის 14 გუნდი მონაწილეობს.

საკლუბო პირველობაზე საქართველოს სახელით ბოლო 2 წლის ჩემპიონატების გამარჯვებული ბათუმის ‘ნონა’ მონაწილეობს შემდეგი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე.

გვერდები

Top