მუზიჩუკის ტრიუმფით დასრულდა...

უკრაინელი მოჭადრაკის ანა მუზიჩუკის ტრიუმფით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში, რომელსაც ყატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობდა. რაპიდში მოგების შემდეგ ანამ ბლიცშიც შესანიშნავად იასპარეზა და აქაც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალთა ჩემპიონატი 17, ხოლო მამაკაცთა პირველობა 21 ტურად ჩატარდა. 17 შესაძლებლობიდან ანამ ყველაზე მეტი 13 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილები შესაბამისად რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრებმა ვალენტინა გუნინამ და კატერინა ლაჰნომ დაიკავეს, რომლებმაც 12.5- 12.5 ქულა დააგროვეს.

მერიის თასი ვოლკოვმა დაისაკუთრა!

ნიკა  ვოლკოვის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა თბილისის მერიის თასის გათამაშება! გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეტოქეებს.

7-7 დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.თორნიკე სანიკიძე

3.დავით ჯოჯუა

4.ზურაბ სტურუა

5.დავით მაღალაშვილი

შეხვედრა ფოთში

28 დეკემბერს, ქალაქ ფოთმა უმასპინძლა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.
პირველი შეხვედრა მან გამართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კაკულიასთან. საუბარი შედგა ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. 

ძაგნიძემ, ბრინჯაო დაისაკუთრა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ დოჰაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ფანცულაიამ, კარლსენი დაამარცხა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს ბრწყინვალედ იასპარეზა!

ლევანმა  მეორე ტურში სწრაფ ჭადრაკში, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე,მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდსა და ბლიცში, მაგნუს კარლსენი დაამარცხა! თუმცა,არც დანარჩენ პარტიებში ჰყოლია იოლი მეტოქეები.მის მსხვერლპთა შორის არიან:უძლიერესი რუსი დიდოსტატები: დმიტრი იაკოვენკო და ვლადისლავ არტემიევი.

ყატარში, ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ!

დღეიდან,  ყატარში სტარტს აიღებს და  30 დეკემბრამდე  გაგრძელდება მსოფლიოს პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი პლანეთის უძლიერესი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული. ვაჟთა რეიტინგ-სიას მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს, ხოლო ქალთა სიას ჩინელი ჟუ ვენჟუნი.

შეჯიბრი  2 დისციპლინაში: რაპიდსა და ბლიცში გაიმართება. საქართველოს სახელით ჩემპიონატში იასპარეზებენ:

ვაჟთა შორის: ბაადურ ჯობავა (2702), ლევან ფანცულაია (2607), მიხეილ მჭედლიშვილი(2606), გიგა ყუფარაძე (2481).

7-დან 7 მოგებით!

პირველობა იზეიმა საერთაშორისო დიდოსტატმა ქეთი წაწალაშვილმა საფრანგეთის კორბაში დასრულებულ ქალთა საერთაშორისო შეჯიბრში.

ქეთიმ,   შვიდივე შეხვედრაში გაიმარჯვა და არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს.  5,5 ქულით  მეორე ადგილზე აშტიკ მესალიანი (სომხეთი) გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე მასპინძელთა წარმომადგენელი, სანდრი ფრიონი.

გვერდები

Top