გამგეობის ოქმი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის  ოქმი # 4     

    13.12.2016 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ.იაშვილი, ნ. იოსელიანი,                            

                 ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი,  თ. გიორგაძე,  ზ. სტურუა,   დ. გურგენიძე,                         

საქართველოს თასი

13 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 21 დეკემბრამდე გასტანს  საქართველოს თასის გათამაშება და ბუხუტი გურგენიძის მემორიალი. ორივე ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება.

საქართველოს თასზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ -ფიდეს რეიტინგი 2001 და მეტი, მქონე მოჭადრაკეებს,  ასევე ფიდეს წოდებიანებს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინანტებს.ბუხუტი  გურგენიძის თასის გათამაშებაზე -  ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები; ურეიტინგოებს.                      

ელვისებურები, პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა!

რუსთაველი დიდოსტატის, ლუა  პაიჭაძის  გამარჯვებით დასრულდა საქართველოს გრან პრის დასკვნითი ეტაპის გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა შორის.

პაიჭაძემ 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან დავიდ არუთინიანს. 7-7 ქულით III-Vადგილები გაინაწილეს და ბუჰგოლცის ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.გიგა  ყუფარაძე

4.ნოდარ ლორთქიფანიძე

5.ნიკა ვოლკოვი

 

სტუმრები დიდაჭარიდან...

10 და 11 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საჭადრაკო ტურნირი ,,ჩაო".რომელშიც სასახლის მოსწავლეებთან ერთად,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჭად

ვაჟებში, გრან პრის დასკვნითი ეტაპი დასრულდა...

საერთაშორისო დიდოსტატ, დავით ჯოჯუას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ვაჟთა გრან პრის მეოთხე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში. გამარჯვებულმა მარცხის გარეშე განვლო ტურნირი  და  9-დან  8 ქულა დააგროვა. ერთი ქულით  ნაკლები დააგროვა მეორე ადგილზე გასულმა გიგა ყუფარაძემ. 6,5-6,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

3. ლუკა პაიჭაძე

4.გიორგი სიბაშვილი.

მინისტრმა ფიდეს აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლა

8 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან 

მერი არაბიძის გამარჯვებით დასრულდა...

ერთპიროვნულად  გაიმარჯვა  მერი არაბიძემ  ქალთა გრან  პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის გათამაშებაში ელვისებურ ჭადრაკში.მის აქტივში 9-დან 7 ქულა და ნახევარ ქულიანი სხვაობა მეტოქეებთან.

II-III  ადგილები, 6,5 – 6,5 ქულით ინგა ჭარხალაშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა გაინაწილეს.დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი ჭარხალაშვილმა დაისაკუთრა.

 

ასპარეზობაზე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

საერთო - 500 ლარი

I ადგილი - 250 ლარი;

II ადგილი - 150 ლარი;

III ადგილი - 100 ლარი.

მინისტრმა ვეტერანებს წარმატება მიულოცა...

ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში დასრულებულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა წარმატებულად იასპარეზა და მეხუთედ მოიპოვა (1995, 2009, 2014, 2015, 2016 წწ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორთა შორის,11-გზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 
.ხოლო, 50 წლის ზემოთ მოჭადრაკეებში უძლიერესის ტიტული გიორგი ბაღათუროვმა დაისაკუთრა.

დასკვნითი ეტაპი გაიმართა...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის. შეჯიბრში 9-დან 6,5 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად  განლაგდნენ:

1.ნინო ხურციძე

2.სოფიო გვეტაძე

ბოლო ტურში განცდილი მარცხის შედეგად, მესამე ადგილზე 6 ქულით მერი არაბიძე გავიდა.

 

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top