თბილისის ჩემპიონატი - U12 (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

10.02-17.02. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

თბილისის ჩემპიონატი - U08 (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

10.02-17.02. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

ჩემპიონის ტიტული, პაიჭაძემ მოიპოვა!

 

პირველობა გაინაწილეს, ლუკა პაიჭაძემ და საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა, დავით ჯოჯუამ ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ქვეყნის რიგით 76-ე ჩემპიონატზე.  დამატებითი  მაჩვენებლების წყალობით ჩემპიონის ტიტულს რუსთაველი დიდოსტატი დაეპატრონა. გამარჯვებულებმა 8-დან 5,5 - 5,5 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაუსწრეს მესამე საპრიზო ადგილზე გასულ მიხეილ მჭედლიშვილს. სამივე მათგანმა ევროპის 2017 წლის პირადი ჩემპიონატის (29.05-10.06, მინსკი,ბელორუსია) საგზური მოიპოვა.

სოუმ, კარლსენი დაჩაგრა!

უესლი სოუს, დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი.ფესტივალის  მთავარი ტურნირის გამარჯვებულმა 13-დან 9 ქულა დააგროვა და მთელი ქულით გაუსწრო მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს!

დასკვნით ტურში, სოუმ მინიატურულ სტილში დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი იან ნეპომნიაში.

ჩემპიონის ვინაობას დასკვნითი ტური გაარკვევს!

ჩემპიონობისათვის ძალიან საჭირო  გამარჯვება მოიპოვა მერვე ტურში ლუკა პაიჭაძემ  ირაკლი ბერაძესთან დაპირისპირებაში.მის აქტივში 5 ქულა და ნახევარ ქულიანი სხვაობაა მეორე ადგილზე მყოფ დავით ჯოჯუასთან. რომელმაც ასევე უაღრესად საჭირო პარტია მოიგო თორნიკე სანიკიძესთან. შავი ფერით მოგებაზე ბრძოლას თავი აარიდა და დებიუტშივე ყაიმი დააფიქსირა მიხეილ მჭედლიშვილმა  მერაბ გაგუნაშვილთან პარტიაში. მჭედლიშვილის აქტივში 4 ქულაა და  დიდი შანსები საპრიზო სამეულში ადგილის დამკვიდრების.

 

VIII ტურის შედეგები:

ლიდერი შეიცვალა...

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 76-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართა. ამ ტურში ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ლუკა პაიჭაძე, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ყოფილ ლიდერს მიხეილ მჭედლიშვილს 0,5 ქულით უსწრებდა, დღეს ისვენებდა.ხოლო, მეორე ადგილზე მყოფ მჭედლიშვილს მისი გადასწრების შანსი ჰქონდა.

ჩემპიონატის ცენტრალური პარტია ფრედ დასრულდა...

მეექვსე ტურში განსაკუთრებით დიდ ინტერესს ორი ლიდერის: პაიჭაძის და მჭედლიშვილის შეხვედრა იწვევდა. რადგან, პარტიაში მოგებული მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა სატურნირო გამარჯვების მოსაპოვებლად...

კარო-კანის დაცვის პანოვის სისტემა გათამაშდა ჩემპიონატის ლიდერების: ლუკა პაიჭაძისა და მიხეილ მჭედლიშვილს შორის.  ცხრილის სათავეში მყოფმა მონაწილეებმა თავი აარიდეს ბრძოლას და ფიგურების გაცვლას მიჰყვეს ხელი.საბოლოო ჯამში მე-16 სვლისთვის სათამაშო რესურსიც ამოწურეს და სასურველი ფრეც დააფიქსირეს.

მჭედლიშვილი, ისევ ერთპიროვნული ლიდერია!

დამაჯერებლად გაიმარჯვა დღევანდელ პარტიაში ტურნირის და ერთპიროვნულად ჩაუდგა ტურნირს სათავეში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მიხეილ მჭედლიშვილი.

დღევანდელ ტურში,  მჭედლიშვილი ჩემპიონატის ყველაზე ‘მშვიდობის მოყვარე’ დავიდ არუთინიანს დაუპირისპირდა, რომლის აქტივში 4-დან 4 ყაიმი გახლდათ. პარტიაშიც კარო-კანის დაცვა გათამაშდა და მოსალოდნელი ყაიმის კონტურებიც გამოიკვეთა. თუმცა, მჭედლიშვილმა პასიურ თამაშს თავი აარიდა და დებიუტშივე გადავიდა შეტევაზე. აქტიურმა თამაშმა თავისი მოიტანა და გამარჯვებამაც არ დაახანა.

საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა - ზურაბ სტურუა

ჭადრაკში მამაკაცთა შორის საქართველოს რიგით 76-ე პირველობამ  შესაძლოა რომ ამ ჩემპიონატების ისტორიაში უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი.საკმარისია ითქვას რომ ათ მონაწილეს შორის რვა დიდოსტატი და ორი საერთაშორისო ოსტატი (რომლებიც დარწმუნებული ვარ დღეს - ხვალ აუცილებლად მოიპოვებენ ამ საპატიო წოდებას) ასპარეზობს, ხოლო ტურნირის საშუალო რეიტინგი -2546 ჩვენთვის სარეკორდო XII კატეგორიას აღწევს.

ვიზიტი კახეთში

კახეთის რეგიონის სოფელ შილდაში ახალი საჭადრაკო კერა გაიხსნა. ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი სოფელი ყვარელის რაიონს ეკუთვნის.  შილდის  კულტურის სახლში,ფუნქციონერებს სხვადასსხვა სპორტული თუ შემოქმედებითი წრეები. მოსახლეობის ინიციატივით შეიქმნილია სოფლის განვითარების ცენტრი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის  აღზრდაში.  განვითარების ცენტრის ინიციატივით , 23 იანვარს საზეიმო ვითარებაში, შილდის კულტურის სახლში   საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ადგილობრივებს  საჩუქრად გადასცა საჭადრაკო ინვენტარი  და ლიტერატურა.

გვერდები

Top