ლუკა პაიჭაძემ დღევანდელი გამარჯვებით ერთპიროვნულ ლიდერს, მიხეილ მჭედლიშვილს დაეწია და მასთან ერთად იყოფს მეწინავეობას.
დაძაბულად მიმდინარეობდა ლუკა პაიჭაძისა და ლევან ფანცულაიას შეხვედრა.თეთრებმა სიცილიური დაცვის წინააღმდეგ უპრეტენზიო სისტემა აირჩიეს. პარტია ვარიანტისთვის დამახასიათებელ სტილში მიმდინარეობდა. თეთრები ამაგრებდნენ ცენტრს და ეტლებით ცენტრალურ ხაზები დაისაკუთრეს, ხოლო შავები ‘C’ ხაზზე გამაგრდნენ და თეთრუჯროვანი უს დახმარებით ცდილობდნენ ცენტრში ტიპიური გარღვევა განეხორციელებინათ.