საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნოკაუტ სისტემით ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრათა განრიგი. აღსანიშნავია, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 8 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.