ყუფარაძე ერთპიროვნულად დაწინაურდა...

ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ვაჟთა გრან პრის I ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.ასპარეზობზა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება 56 მოთამაშეს შორის.

 პირველი სათამაშო დღის შემდეგ 5-დან 4,5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა გიგა ყუფარაძე.ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ერთბაშად 7 მონაწილე:ლევან ფანცულაია,ლუკა პაიჭაძე,დავით ჯოჯუა,ირაკლი ბერაძე,კონსტანტინე შანავა,ბაჩანა მორჩიაშვილი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1000 ლარს შეადგენს;

მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში...

24-28 თებერვალს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ში ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის მწვრთნელთა ინსტრუქტაჟი. 5 დღის განმავლობაში, ზუგდიდის, ფოთის, ხობის, სენაკის, მარტვილის და ჩხოროწყუს 20-მდე მწვრთნელს სხვადასხვა საჭადრაკო თემებზე ესაუბრა საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა.

დამაჯერებლად გაიმარჯვეს!

ქულათა მაქსიმუმით გაიმარჯვა მარიამ ჭოლაძემ ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე ასაკის გოგონათა  შორის! 9-დან 9 გამარჯვებით ჩემპიონმა 42,8 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს და კარიერაში უმაღლესი პერფომანსი - 2620 (!) დააფიქსირა. II ადგილზე 6 ქულით მარიამ ჯანიაშვილი გავიდა. 5,5-5,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

III- ნატა ჯიბუტი

IV- თამარ ესაძე

ანონსი

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსაჯთა პროგრამის ფარგლებში - 28 თებერვლიდან 4 მარტამდე(11:00-14:00) გაიმართება სასწავლო სემინარი.

მსაჯთა სემინარის მთავარი თემა - საჭადრაკო საათის გამოყენების წესები  იქნება. ტრენინგს საერთაშორისო არბიტრი მარიკა ჯაფარიძე გამართავს.

დასწრება თავისუფალია.

ფინალისტების ვინაობა ცნობილია...

თეირანში  მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ცნობილია ორივე  ფინალისტის ვინაობა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის  იბრძოლებენ: მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მე-3  ნომერი,მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2590) და ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრი ტან ჟონგი (ჩინეთი;2502).

ფინალში იოლად, დამატებითების გარეშე გავიდა მუზიჩუკი. ანამ ნახევარფინალში მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (2549, რუსეთი) დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) მოუგო.

მწვრთნელთა ინსტრუქტაჟი იმერეთში

 

2017 წლის 22 თებერვალს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში გაიმათა იმერეთის ჭადრაკის მწვრთნელთა ინსტრუქტაჟი.

ინსტრუქტაჟი ჩაატარა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მწვრთნელთა კომისიის თავმჯდომარემ - აკაკი იაშვილმა. რომლიც მწვრთნელებს ესაუბრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის იმ ცვლილებების შესახებ რაც ძირითადათ ეხება მწვრთნელთა და მათი მოწავლეებიის წახალისებას  საქართველოს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში წარმატებების აღასნიშნავად.

მოსკოვში სამი ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს...

მოსკოვში სტარტი აიღო ტრადიციულმა, რიგით მე-15 ‘Аэрофлот Опен 2017’  ფესტივალმა. ასპარეზობა სამ ტურნირად გაიმართება: ‘А’, ‘В’ და ‘С’. ყველაზე დიდ ინტერესს ‘А’ ტურნირი იწვევს სადაც მხოლოდ 2500-ის ზემოთ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ ასპარეზობა. სამივე შეჯიბრის საერთო საპრიზო ფონდი 140 000 ევროს შეადგენს.

ბოლო ნახევარფინალისტი ხვალინდელ ტაი-ბრეიქში გაირკვევა...

 

თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალის მეორე ტური გაიმართა. თავის გამარჯვებით ქომაგები გაახარა ნანა ძაგნიძემ! ქართული ჭადრაკის ლიდერმა  გადამწყვეტ პარტიაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით ანგარიში გაათანაბრა და ხვალინდელ დამატებით პარტიებში იბრძოლებს ნახევარფინალის ბოლო საგზურის მოსაპოვებლად.

აღსანიშნავია,რომ ძაგნიძე-დრონოვალის წყვილი ერთადერთია მეოთხედფინალში, რომელიც ნახევარფინალის საგზურისათვის ბრძოლას ტაი-ბრეიკში გააგრძელებს.

ახვლედიანი ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა...

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა  შორის 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ირაკლი ახვლედიანი ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში: ნიკა ღვამბერიას, გიორიგ სიბაშვილს და ნოე თუთისანს.

ტექნიკური შედეგები

ჭადრაკის მწვრთნელთა გადამზადება იმერეთში

2017 წლის 19-23 თებერვალს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონების მხარდაჭერის პროგრამის ფარეგლებში და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისში ტარდება იმერეთის ჭადრაკის მწვრთნელთა გადასამზადებელი სემინარი.

ლექციებს კითხულობს საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა.

გვერდები

Top