ფინიშამდე 2 ტურით ადრე...

 

დასარულს  მიუახლოვდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება. 5  ტურის  შემდეგ ასპარეზობას, 4,5-4,5 ქულით: ცოტნე მამულაშვილი და ლევან ბაბუხადია ლიდერობენ. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება გოგონათა ორეული: დიანა ლომაია და ლილე ქორიძე. მომდევნო ტურში სწორედ ეს ოთხეული დაუპირისპირდება ერთმანეთს.

შეგახსენებთ, ტურნირში 16 წლამდე ასაკის გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობენ. შეჯიბრი 44 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება.

სტარტი აიღო ბოკუჩავას მემორიალმა...

ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ამაგდარი ქართველი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშებამ.

ასპარეზობაში  16 წლამდე ასაკის გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობენ. შეჯიბრი 44 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება.

ტურნირში დაწესებული შემდეგი საპრიზო ფონდი: 

ადგილი

ანონსი

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსაჯთა პროგრამის ფარგლებში - 25 მარტიდან 31 მარტამდე (11:00 - 14:00 სთ.)გაიმართება სასწავლო სემინარი.
მსაჯთა სემინარის მთავარი თემა - განახლებული საჭადრაკო კოდექსი Handbook’ იქნება. ტრენინგს საერთაშორისო არბიტრი მარიკა ჯაფარიძე გამართავს.

დასწრება თავისუფალია.

'საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2017' -II ეტაპი (ბლიცი,ვაჟთა შორის)

        დ ე ბ უ ლ ე ბ ა                             

22.04.2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   - საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      - ბლიცში  საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი

     22.04.2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

     - ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი,     

      ვისაც აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2017” -II ეტაპი (რაპიდი,ვაჟთა შორის)

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 20.04-21.04.2017 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   - საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      - რაპიდში საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი

      20.04-21.04.2017 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

     - ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა

       მსურველი,   ვისაც აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

     -  სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო

სამეული ევროპაზე იასპარეზებს!

საერთაშორისო დიდოსტატის,ბელა ხოტენაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატი. გამარჯვებული მთელი ტურნირი ლიდერობდა და თავისის თამაშით მეტოქეებს  პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა კონკურენციის.

ბელამ, დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრი,  5 პარტიაში გაიმარჯვა, 4 პარტია დაასრულა ფრედ და საკუთარ ელო-რეიტინგს 11,7  ქულა შემატა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნინო ხურციძე, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 5,5 ქულით სალომე მელიამ დაისაკუთრა.

მშვიდობიანი ტური...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი. დღევანდელ მეათე ტური შედარებით მშვიდობიანი გამოდგა და 5-დან 4 პარტია ფრედ დასრულდა.

ტურის ერთადერთი შედეგიანი პარტია  ნინო ხურციძემ და მირანდა მიქაძემ ითამაშეს. შეხვედრაში ჰოლანდიული დაცვის, ქვის კედელის მსგავსი სისტემა აირჩიეს შავებმა. თეთრები დასაწყისშივე ცდილობდნენ ინიციატივის მოპოვებას და  მიზნის განხორციელებაში მეტოქემაც საკმაოდ შეუწყო ხელი.

თბილისის ჩემპიონატი - U10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა  
                 

03.04-10.04. 2017 წ.   თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                               
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.
   
4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

გვერდები

Top