თბილისის ჩემპიონატი - U16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
                     
 18.05-25.05. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                              
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა 
  კოლეგია.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. 
   დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და 
   გოგონები დაბადებული 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ.

თბილისის ჩემპიონატი - U07 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
                    
17.05-24.05. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                               
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
   მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა 
   კოლეგია.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წამის    
    დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისში მცხოვრები და თბილისის სკოლის    
    მოსწავლე ჭაბუკები და გოგონები დაბადებული 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ.

კონკურსი ლოგოს შექმნაზე!

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს კონკურსს   ვაჟთა შორის  მსოფლიო თასის ლოგოს შექმნაზე.
საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო ღონისძიებაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეული ქვეყანა ამ ღონისძიებისთვის საკუთარ ლოგოს ქმნის.
საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება თბილისში, 2017 წლის 2-28 სექტემბერს.

წარმატებით ასპარეზობენ...

წარმატებით ასპარეზობენ ქართველი მოზარდები  რუმინეთში მიმდინარე მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე!

9 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა დავით ნემსაძე.

4-დან 3-3 ქულა დააგროვეს და ლიდერთა შორის არიან: მარიამ გვათუა,მარიამ დოლაკიძე და ელენე წოწონავა.

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

რუმინეთში, სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო

რუმინეთის ქალაქ იასიში სტარტი აიღო მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატმა U7;U 9;U11; U13;U15; U17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემთ  9 ტურად გაიმართება და 21-30 აპრილამდე გასტანს.  ჩემპიონატში საქართველსო ღირსებას  8 ქართველი მოჭადრაკე დაიცავს.

U7 - ბექა წვერავა;

U 9 - მარიამ გვათუა; დავით ნემსაძე; ნიკოლოზ შამათავა;

U11- მარიამ დოლაკიძე; ნიკოლოზ დარსაძე;

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ჭადრაკის  ფედერაცია  უთანაგრძნობს ევროპის 2017 წლის ჩემპიონს, ნანა ძაგნიძეს მამის გარდაცვალების გამო.

ჯობავა, რეიკიავიკში დაწინაურდა...

ისლანდიის  დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარეობს წარმომადგენლობითი საერთაშორისო ‘ღია’ტურნირი ქართველი დიდოსტატების: ბააურ ჯობავს და სოფო გურამიშვილის მონაწილეობით. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართება და მასში 40 ქვეყნის 266 მოჭადრაკე მონაწილეობს.

6 ტურის მერე 5 ქულით 13 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი დაწინაურდა. ლიდერთა შორის არიან: ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა, გატა კამსკი (აშშ), ანიშ გირი (ჰოლანდია),დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) და სხვები...

ბლიცებშიც ფანცულაიამ იმარჯვა!

რაპიდის მსგავსად ელვისებურ ჭადრაკშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ლევან ფანცულაიამ! საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 9 ტურიდან 8 პარტია მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს.

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ:გიგა ყუფარაძე და ლუკა პაიჭაძე.

 

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე

 

ერთპიროვნულად დაწინაურდა რიგაში  მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატის გათამაშებაზე ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე.

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ნანა ნახევარი ქული უსწრებს უახლოეს მდევარ, ალექსანდრა გორიაჩკინას და ძალიან დიდი შანსი აქვს გახდეს პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ქალი. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველი ქალებიდან არავინ ყოფილა კონტინენტის ჩემპიონი.

გვერდები

Top