არაბიძემ, ევროპა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო!

სენსაციური გამარჯვებით დაიწყო ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი მერი არაბიძემ.. ტურნირის ერთადერთმა ქართველმა ქალმა მონაწილემ პირველ ტურში,  ძლიერი უკრაინელი დიდოსტატი მიხაილო ოლეკსიენკო დაამარცხა! მერიმ, სლავური დაცვის გაცვლით სისტემაში საკმაოდ აგრესიული გეგმა მოძებნა მეფის ფრთაზე  და დამაჯერებლად გადაითამაშა გაცილებით ძლიერი მეტოქე.

ვუქომაგოთ ჩვენს ვაჟებს!

ბელორუსიის დედაქალაქში სტარტი აიღო ევროპის პირადმა  პირველობამ ვაჟთა შორის. ჩემპიონატი 398 მონაწილეს შორის შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.I  ადგილი- 20 000, II ადგილი - -15 000, III ადგილი - 10 000...XX ადგილი – 1000.

პირდაპირი ჩვენებით პარტიების ნახვა შეგიძლიათ ყოველდღე თბილისის  დროით, 16:30 საათზე. 

საქართველოს სახელით ჩემპიონატში ათი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.

ქარსელაძის მემორიალი

დღეიდან, სტარტი აიღო და 2 ივნისამდე გასტანს ამაგდარი, ქართველი მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი.

ასპარეზობა 4 ასაკობრივ ჯგუფში (08;10;12;14) გუნდური პრინციპით გაიმართება.

წილიყრა იხილეთ:

8 წლამდე

10 წლამდ

3 ტურის შემდეგ...

თბილისის ნონა გფარინდაშივლის სახლეობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  ვახტანგ ქარსელაძის მემორიალზე 3 ტური გათამაშდა.

8 წლამდე მოჭადრაკეებში, 3  მოგებით  დაწინაურდა აკადემიის გუნდი (პარმენ გელაზონია), 10-წლიანებში 3-3 ქულით: აისი (გიორგი მაჭარაშვილი) და გორი (ოთარ დოლიძე) ლიდერობენ.

12-წლიან მოზარდებში აკადემიის (დავით ზარქუა) წარმომადგენლები დაწინაურდნენ ქულათა მაქსიმუმით, ხოლო 14-იანებში: NTN-2 (დავით გურგენიძე) და თეთრი დედოფალი (იოსებ კვირიაშვილი)- 3 ქულა;

16-წლიანებში, ქორიძემ და ლოლაძემ იმარჯვეს...

დამაჯერებლად მოიპოვა თბილისის ჩემპიონი ტიტული 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ლილე ქორიძემ. გამარჯვებულის ანგარიშზე 7-დან 6 გამარჯვება დ ამხოლოდ 1 ფრეა.

ერთი ქულით ნაკლები დააგროვეს:  სალომე სანიკიძემ და თამარ  ონიანმა.

ჭაბუკთა შორის, 5,5 ქულით ასევე ერთპიროვნულად გახდა ჩემპიონი ანდრია ლოლაძე. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: თორნიკე წერეთელი და ლაშა კაჭკაჭიშვილი.

 

ტექნიკური შედეგები:

პატარა ჩემპიონები გამოვლინდნენ!

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა შორის ქულათა მაქსიმუმით ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა ანასტასია ზარქუამ. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მარიამ ლომთაძე, მესამე ადგილზე 4  ქულით ანა კვირიაშვილი გავიდა.

ასევე, ერთპიროვნულად გაიმარჯვა 7-წლიან ბიჭებში დავით თვალოქროშვილმა, 5,5 ქულით მეორე ადგილი  ანდრია ფირცხალავამ დაისაკუთრა, ხოლო მესამე ადგილი  5 ქულით - ლევან ბეგიაშვილმა.

 

'ვარსკვლავთცვენა' - წინანდალში...

წინანდალში დასრულდა 2015 წლის მსოფლიოს  გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულების: ლელა ჯავახიშვილის და ბელა ხოტენაშვილის სახელობის ტრადიციული შეჯიბრი.

ასპარეოზობა 2 ტურნირად გაიმართა: ‘ღია’ და სენიორთა შორის.

ანონსი...

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსაჯთა პროგრამის ფარგლებში - 24 მაისიდან 28 მაისამდე (11:00 - 14:00 სთ.) გაიმართება მესამე ,დასკვნითი სასწავლო სემინარი.

მსაჯთა სემინარის მთავარი თემა - 2017 წლის 1 ივლისიდან ფიდეს კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იქნება. ტრენინგს მსაჯებისათვის საერთაშორისო არბიტრი მარიკა ჯაფარიძე გამართავს.

დასწრება თავისუფალია.

ქ. თბილისის ჩემპიონატი 9,11,13წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა 
                 

12.06-19.06. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

გვერდები

Top