მწვრთნელთა საყურადღებოდ!

 

  2017 წლის 28 მაისს, კვირას 12.00-ზე ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა ატესტაცია “C”  კატეგორიის მისანიჭებლად.        
            

  ატესტაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:
  
  
1.     2017 წლის ჭადრაკის ფედერაციის საწევრო          
 შესატანი (24 ლ.);
  2. სარეგისტრაციო შესატანი (30 ლ.).

რუსეთის დედაქალაქში დასრულდა...

ჩინელი დიდოსტატის, დინგ ლირენის გამარჯვებით დასრულდა  რუსეთის დედაქალაქში გამართული მსოფლიოს ვაჟთა  გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი. ასპარეზობა 18 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით  9 ტურად გაიმართა. შეიძლება ითქვას ასეთი მაღალი რანგის ტურნირი მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა. ხოლო რამდენად გამართლებულია დრო გვიჩვენებს

კაჭარავა, მსოფლიო ახალგაზრდულ გრან პრიში მონაწილეობს...

რუსეთის  კირიშებში, დაიწყო საერთაშორისო დახურული ტურნირი ‘მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები’ რომელიც ამავე დროს მსოფლიო ახალგაზრდული გრან პრის ერთ-ერთი ეტაპიცაა.საქართველოს სახელით ტურნირში ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონი თანატოლებში ნიკოლოზ კაჭარავა მონაწილეობს.

ასპარეზობა 8 ქვეყნის წარმომადგენელ 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და 27 მაისამდე გასტანს.

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის

 

 დებულება  

        

 26.05-02.02. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                         

1. ჩატარების სისტემა: ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით,

  7 ტურად. 12-ზე ნაკლები გუნდების შემთხვევაში ჩატარების სისტემას

  განსაზღვრავს მსაჯთა კოლეგია.

  I ტურნირში დაიშვებიან (8წ.) 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.

  II ტურნირში დაიშვებიან (10წ.) 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.

  III ტურნირში დაიშვებიან (12წ.) 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2017” (I ეტაპი) ბლიცში ქალთა შორის

  დ ე ბ უ ლ ე ბ ა                                                   

 02.06.2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   - საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      - ბლიცში  საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2017” (I ეტაპი) რაპიდში ქალთა შორის

             დ ე ბ უ ლ ე ბ ა          

                                       

31.05-01.06.2017 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

1. მიზანი და ამოცანები:

   - საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      - რაპიდში საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

შეხვედრა ოზურგეთში...

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დამფუძნებელი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რეგიონებში ჭადრაკის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთს ეწვია. დიდოსტატმა შეხვედრა გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრის დასასრულს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ადგილობრივი ჭადრაკის მოყვარულებისათვის 21 დაფაზე. ევროპის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა 21 შეხვედრაში 20 მოიგო და მხოლოდ 1 პარტია დაასრულდა ფრედ ნორჩ მარინა ღლონტთან.

ჯობავას წარმატება შვედეთში!

 

I-II ადგილები გაინაწილა ბაადურ ჯობავამ შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულებულ დახურულ საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელთა წარმომადგენელ ნილს გრანდელიუსთან ერთად. გამარჯვებულმა წყვილმა 5-დან 3 ქულა დააგროვა, მათ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: პაველ ელიანოვი (უკრიანა)  და ერიკ ბლუმსკვიტი (შვედეთი). ბოლო ადგილებზე 2-2 ქულით: ტურნირის ერთადერთი მონაწილე ქალი- ჰარიკა დრონოვალი და ინგლისელი  ნაიჯელ შორტი გავიდნენ.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

ქვეყნის ჩემპიონები გამოვლინდნენ!

აჭარაში დასრულდა  საქართველოს ახალგაზრდული  ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

საქართველოს ჩემპიონატზე I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო  ჩემპიონატის  საგზურით.  ასევე, ქვეყნის ჩემპიონებს  ეძლევათ საგზურის არჩევის უფლება                            

II ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი  შესაბამისი ასაკის ევროპის   ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

 

8 წლამდე  გოგონები:

გვერდები

Top