ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა...

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას პირველობით დასრულდა  ქართული გრან პრის III  ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა შორის.

გამარჯვებულმა 9-დან 8 დააგროვა გიგა ყუფარაძესთან ერთად. თუმცა დამატებითმა მაჩვენებლებმა მას პირველი ადგილი არგუნა. მეწინავე ორეულს ერთი ქულით ჩამორჩნენ: მიხეილ კეკელიძე და ნიკა ვოლკოვი.

 

გრან პრი სწრაფ ჭადრაკში...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა  ვაჟთა შორის ქართული გრან პრის მესამე  ეტაპის გათამაშება სწრაფ  ჭადრაკში.

9-დან 7,5 ქულით პირველობა დამაჯერებლად მოიპოვა საერთაშორისო ოსტატმა ივერი ჭიღლაძემ. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ საერთაშორისო დიდოსტატები:

2.გიგა ყუფარაძე

3.ალექსანდრ ფიერი

4.მიხეილ კეკელიძე

გრან პრი სწრაფ ჭადრაკში...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა  ვაჟთა შორის ქართული გრან პრის მესამე  ეტაპის გათამაშება სწრაფ  ჭადრაკში.

9-დან 7,5 ქულით პირველობა დამაჯერებლად მოიპოვა საერთაშორისო ოსტატმა ივერი ჭიღლაძემ. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ საერთაშორისო დიდოსტატები:

2.გიგა ყუფარაძე

3.ალექსანდრ ფიერი

4.მიხეილ კეკელიძე

საქართველოს ჩემპიონების და პრიზიორების საჭადრაკო შეკრება

   2017 წლის 21 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ ქუთაისში  საჭადრაკო შეკრება დაიწყო. შეკრებაზე მონაწილეობას ღებულობენ 2017 წლის საქართველოს 10 და 12 წლამდე ჩემპიონატის I, II და III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

მონაწილე მოჭადრაკეები:

ასპარეზობას 'მაკდონალდსმა' უმასპინძლა!

ზუგდიდში დასრულდა ქალაქის ჩემპიონატი 8, 12 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ასპარეზობა  ქალაქ მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის სასპორტო საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით  და "მაკდონალდსი"-ს მხარდაჭერით გაიმართა.  ჩემპიონატის 8 და 12 წლამდე ასაკობრივი ტურნირები ჩატარდა შვეიცარულის სისტემით 9 ტურად. 18 წლამდე ასაკობრივი ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით ასევე 9 ტურად.

ბრინჯაო მსოფლიოზე!

წარმატებით დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს  გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობა!

ქართველმა ქალებმა 9 მატჩში 12 ქულა დააგროვეს და III-V ადგილები გაინაწილეს ინდოეთსა და უკრაინასთან ერთად. თუმცა, საერთო სამატჩო ქულების ჯამით ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს!

I ადგილზე -16  ქულით მასპინძელთა ნაკრები - რუსეთის ქალთა გუნდი გავიდა, ხოლო, II ადგილზე - 13 ქულით ჩინეთის ნაკრები.

'საშაბათო ბლიც-ტურნირი' - N3

ნიკა ვოლკოვის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ტრადიციული 'საშაბათო ბლიც-ტურნირი'. გამარჯვებულმა 9-და 7 ქულა დააგროვა სართაშორისო დიდოსტატ თორნიკე სანიკიძესთან ერთად და მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ინგა ხურცილავა.

სულ შეჯიბრში მონაწილეობა 3 ქვეყნის (საქართველო, ყაზახეთი,აზერბაიჯანი) 24 მოჭადრაკემ მიიღო.

ტექნიკური შედეგები

ნ ე კ რ ო ლ ო გ ი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია იუწყება, რომ გარდაიცვალა კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯიმი ჯავახია.

საქართველოს  საჭადრაკო სამყარო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. 

გამოსვენება: 27 ივნისს, სამშაბათს 14:00 საათზე.

მისამართი: თელავი,ერეკლე II  მოედანი N2

მორიგი გამარჯვება!

 

დიდი  ანგარიშით -3:1 გაიმარჯვეს ჩვენმა ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ტურში  აზერბაიჯანის ნაკრებთან!

პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა ყაიმით დაასრულეს შეხვედრა.  ამრიგად, საქართველოს შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და ინდოეთთან და პოლონეთთან ერთად IV-VI ადგილებს ინაწილებს.

გვერდები

Top