ბრწყინვალე გამარჯვება!

ქართული ჭადრაკის  ლიდერის, ბაადურ  ჯობავას  ბრწყინვალე გამარჯვებით  დასრულდა დანიის კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ტურნირი! ჯობავამ,  ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და 10-დან 8,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი.

ჭადრაკის დღე

20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

მსოფლიოს თასი წარადგინეს...

27 ივლისს, 15.00 საათზე სასტუმრო „ბილტმორი თბილისის“ „ამფითეატრის“ ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

ანონსი

27 ივლისს, 15.00 საათზე სასტუმრობილტმორისკონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას მართავენ:

სამეული ბუჰგოლცმა გამოავლინა...

ერთბაშად  სამმა მონაწილემ გაინაწილა პირველობა ჭადრაკის სასახლეშ დასრულებულ ქართული ქალთა გრან  პრის მეორე ეტაპის ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში.

დამატებითი მაჩვენებლებით მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.ლელა ჯავახიშვილი

2.სოფიო გვეტაძე

3.ინგა ჭარხალაშვილი

გამარჯვებულთა აქტივში 9-დან ,5 ქულაა.

 

სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებული გამოვლინდა!

2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულის, სოფიკო ხუხაშვილის პირველობით დასრულდა ქართული გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.

6-6 ქულით II-V ადგილები გაიყვეს  და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.ალექსანდრა ვახანია;

3.სოფიო გევტაძე;

სიბაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

ფოთში დასრულდა ტრადიციული რიგით XII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი. ასპარეზობაში მონაწილეობა 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრეკე მონაწილეობდა.

ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. 

საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

25 წლის წინ შორეულ მანილაში ქართული ჰიმნი აჟღერდა!

 

მაია ჩიბურდანიძე,ნონა გაფრინდაშვილი,  ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი- ნანა ალექსანდრია -მანილას საჭადრაკო ოლიმპიადის ქართული გუნდის შემადგენლობა, რომელთა ძალისხმევით 1992 წელს მანილაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წარმატება ვიზეიმეთ და პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

1992 წელს ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა იასპარეზეს დამოუკიდებელი საქართველოს სახელით და  სამშობლოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანეს.

25 წლის შემდეგ ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გამარჯვება

20 ივლისს 12 საათზე ეწვიეთ ჭადრაკის სასახლეს და 25 წლის შემდეგ ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გამარჯვება.

20 ივლისი-ჭადრაკის საერთაშორისო დღეა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

‘სოკარის’ - საჭადრაკო ვიქტორინა

ფოტოგამოფენა

საჩვენებელი თამაშები

ტრადიციული ფესტივალი ფოთში...

ფოთში მიმდინარეობს  ტრადიციული, რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში 10 ტურნირი გაიმართება. საერთო საპრიზო ფონდი კი 45 000 ლარს შეადგენს.

ფესტივალის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა".

სულ, ფესტივალზე 20-მდე ქვეყნის 465 მოჭადრაკე მონაწილეობს.

 

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top