2 სექტემბრიდან...

2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარი ღონისძიება -რიგით მე-15 მსოფლიო თასი, გაიმართება თბილისში  2 – 28 სექტემბერს.

ტურნირში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკეს იასპარეზებს,მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ-25 მოჭადრაკე.

ნონა - ევროპის ჩემპიონია!

კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ  ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის  პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე  ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) - 3 ქულით.

სანიკიძის პირველობით დასრულდა!

თორნიკე  სანიკიძის დამაჯერებელი პირველობით  დასრულდა, თურქეთის კესანეში გამართული რიგით მე-15 საერთაშორისო ტურნირი!

გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო  უახლოეს მდევარს.

7,5-7,5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს: მელის ანაბერდიევმა (თურქმენეთი) და ვუგარ რასულოვმა (აზერბაიჯანი).

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა სოფიკო ტერელაძემ, ხოლო დავით ბენიძე 6,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.

იჩქარე და გახდი ინტელექტისა და გონების ჭიდილის თვითმხილველი!

თუ მოხალისეობა და ცხოვრების აქტიური წესი თქვენი მოწოდებაა, მაშინ ეს პროექტი თქვენთვის არის.

              მხოლოდ ყველაზე აქტიურებს და მაღალი მოტივაციის მქონე 18-25 წლის ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკლური შანსი, მონაწილეობა მიიღონ წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან საჭადრაკო ღონისძიებაში.

ფიდე-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი თბილისში...

თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ: ფიდეს ვიცე პრეზიდენტი, ისრაელ გელფერი და ფიდეს დირექტორატის წევრი, ჯეფრი ბორგი.
ვიზიტის მიზანი თბილისში გასამართი მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროცესის ინსპექტირება  გახლდათ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, აკაკი ლოდიასთან.

ბათუმი-2017

                  21 - დან   28  ივლისის  ჩათვლით , ქ ბათუმში,  გაიმართა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  ‘’  ბათუმი – 2017’’  8,10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის. 

მსოფლიო თასის მონაწილეები დაწყვილდნენ!

1 აგვისტოს რეიტინგ-სიის მიხედვით უკვე ცნობილია თუ ვინ ვის დაუპირისპირდება გათამაშების პირველ  წრეში. ქართველ  მოჭადრაკეებს პირველივე  წრეში  საკმაოდ რთული შეხვედრები ელით.

ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე ნანა ძაგნიძეს შეხვდა. მას მსოფლიო ტოპ-15 წარმომადგენელთნ, ჰოლანდიელ ანიშ გირისთან მოუწევს დაპირისპირება.ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ  ჯობავა ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს, ლოპეს სალგადოს შეხვდება.

ჭადრაკის დღეები - თბილისი მოლში...

5-6 აგვისტოს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმატებულმა პროექტმა #ითამაშეჭადრაკი,  სავაჭრო ცენტრ ‘თბილისი მოლის’ ცენტრალურ ატრიუმში გადაინაცვლა.

 ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, როგორც მოყვარულ ასევე პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის.
 

გვერდები

Top