ლიდერთა სათავეში!

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საბერძნეთის კრეტაზე მიმდინარე ევროპირველობის მესამე ტურში ზედიზედ  მესამე გამარჯვება იზეიმა და სათავეში ჩაუდგა ლიდერთა ჯგუფს. მომდევნო ტურში ჩვენს მოჭადრაკეებს  საჩემპიონო  მატჩი ელით რუს კოლეგებთან.

ვაჟთ გუნდმა ისლანდიის ნაკრები გაანადგურა ანგარიშით: 3,5:0,5 და მეოთხე ტურში რუმინელებს დაუპირისპირდებიან.

 

საქართველო            3 : 1    უნგრეთი

წარმატებული სტარტი!

 ორივე  ქართულმა გუნდმა ევროჩემპიონატის პირველივე ტურში პირველი გამარჯვება   იზეიმა!

ქალთა გუნდმა  მინიმალური ანგარიშით (2,5:1,5) ბელორუსია დაამარცხა, ხოლო ვაჟებმა  3:1 მაკედონიის გუნდი დაჯაბნეს.მომდევნო, მეორე ტურში ქალები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟები ჩეხებს.

 

საქართველო   2,5:1,5  ბელორუსია

27 ოქტომბრიდან...

ევროპის  გუნდური ჩემპიონატი საბერძნეთის  კრეტაზე  27 ოქტომბრიდან დაიწყება და 7 ნოემბრამდე გასტანს. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ქალთა შორის 32 ნაკრები.

 

საქართველოს ქალთა ნაკრები რეიტინგ-სიის მეორე ნომერი და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია რუსეთისა და უკრაინის გუნდებთან ერთად.

შემადგენლობა:

1.ნანა ძაგნიძე      (2520)

2.ნინო ბაციაშვილი (2472)  

მეორე საპრიზო იტალიაში...

წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა ვალერიან გაფრინდაშვილმა  იტალიის ქალაქ არკოში დასრულებულ  ტრადიციულ საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირზე!

ქართველმა დიდოსტატმა წარმომადგენლობითი ტურნირი დამარცხების გარეშე განვლო, 5 პარტიაში გაიმარჯვა და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.  პირველ ადგილი კი  8 ქულით ნიკიტა პეტროვმა (რუსეთი) დაისაკუთრა.

ბათუმის 'ნონას' მორიგი ჯილდო!

პარიზში, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ 'საერთაშორსო ხარისხის' კონფერენციაზე სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის სახელობითი ჯილდო 'ოქროს ვარსკვლავი' ბათუმის საჭადრაკო კლუბ 'ნონა'-ს გადაეცა. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლიდერი ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარი მიღწევები წარმოაჩინეს. 

ძაგნიძე ევროპის ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა...

მონაკოში  მიმდინარეობს  ევროპაში  მიმდინარეობს  ევროპის პირველობა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობენ  კონტინენტის უძლიერესი  მოჭადრაკეები, მათ შორისაა  ევროპის მოქმედი ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და 2 დღე გაგრძელდება. მეტოქეებს თითოეულ პარტიაზე 15 წუთი აქვთ +10 წამიანი დამატებით.

წოდებები მიენიჭათ...

ახლახანს დასრულებულ ფიდეს კონგრესზე  საერთაშორისო წოდებები მიენიჭათ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს.

საერთაშორისო არბიტრი:

მარიკა ჯაფარიძე- უმაღლესი ‘ა’ კატეგორია,

სალომე სირაძე

ფიდეს არბიტრი:

გიორგი ბერია

საერთაშორისო ორგანიზატორი:

ჩემპიონობა მიულოცეს!

ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მესამედ მოიპოვა.

მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრი

წარმატებით იასპარეზა აკადემიის მოსწავლემ, ნიკა კაჭარავამ (2206) სომხეთის ჯერმუკში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშებაში!

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატ  გიგა  ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა  ნორვეგიის სტავანგერში გამართული საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირი.

ქუთაისელმა დიდოსტატმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გავიდა პირველ ადგილზე.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

II - ნიკიტა მაიოროვი(ბელორუსია);

III - ჯ.ა.სტანი (ინდოეთი);

გვერდები

Top