სენსაცია პირველივე ტურში!

სენსაციით დაიწყო საქართველს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი. ასპარეზობის მერვედფინალში ყველასათვის მოულოდნელად, ტურნირს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ნიკა კაჭარავამ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ლევან ფანცულაია დაამარცხა ანგარიშით 1,5:0,5! ასევე, მოულოდნელი იყო რეიტინგით უმცირესი ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვება დავიდ არუთინიანთან. დანარჩენ მატჩებშიკი რეიტინგ-ფავორიტებმა იმარჯვეს: მჭედლიშვილა ახვლედიანი დაამარცხა; პაიჭაძემ თუთისანი;ჯოჯუამ პეტრიაშვილი და ყუფარაძემ ბენიძე.

ევროპის 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში

ბათუმი, საქართველო   2018 წლის 16 – 29 მარტი

 ამონაწერი  დებულებიდან

 (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებისათვის)

 

პარასკევი

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

5-15 თებერვალი  2018  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი;

საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული;

4-გზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი;

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი;

ჩემპიონები გამოვლინდნენ!

მსოფლიო-ევროპის  ჩემპიონატების მრავალგზის  ჩემპიონის და პრიზორის  თამარ  ხმიადაშვილის  დამაჯერებელი გამარჯვებით  დასრულდა საქართველოს  ჩემპიონატი  სენიორ მოჭადრაკეთა  შორის! ჩემპიონმა 7-დან 5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე  გასულ  გიული ალიხანაშვილს. მესამე ადგილზე ასევე 4 ქულით და უარესი მაჩვენებლებით ციალა ქასოშვილი გავიდა.

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მსოფლიოსა და ევროპის სენიორ ქალთა ჩემპიონატების საგზურით;საქართველოს ჩემპიონს ეძლევა საგზურის არჩევის უფლება.

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -'კახი ჩიგოგიძის თასი'

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

27 იანვარი- 5 თებერვალი  2018 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მაღალაშვილმა საბერძნეთში იყოჩაღა!

 

საპრიზო სამეულში გავიდა დავით მაღალაშვილი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა ორი ქართველი მოჭადრაკის:დავით მაღალაშვილის და გიგა ყუფარაძის მონაწილეობით.

9-დან 7,5 ქულით გამარჯვება არავის დაუთმო ვლადისლავ  ნევედნიჩიმ (მოლდავეთი).7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და კოეფიცინეტთა ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.დავით მაღალაშვილი; 3.ნიკოლა ნესტორივიჩი (სერბეთი).

დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა!

შესანიშნავად ითამაშა დავით  ჯოჯუამ ესპანეთის  ალმერიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა და 7 ქულით პირველობა ერთბაშად 8 მონაწილემ: ჯოჯუამ (საქართველო), ფორსენმა(ესპანეთი),სვეტუხინმა (მოლდავეთი), კლეკოვსკი (პოლონეთი),კორპამ (უნგეთი), კუენსამ (ესპანეთი), პალვეტმა (ვენესუელა) და ლიუმ  (ჩინეთი) გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ქართველ მოჭადრაკეს ერგო.

იტალიის ვილორბაში...

იტალიის  ვილორბაში დასრულდა საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირი ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.

თბილისელმა  დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაინაწილა: ფერენც ბერკეშთან (უნგრეთი) და ანტონ კორობოვთან (უკრაინა) ერთად.დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 7 ქულით  რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი) დაისაკუთრა.

შეჯიბრი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და რიგით მეორე გახლდათ.

გვერდები

Top