თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში.ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და ქვეყნის უძლიერესი ახალგაზრდა მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და 150 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.