საპრიზო სამეულს ტაი-ბრეიქი გაარკვევს!

ლევან ფანცულაიამ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალის მე-2 პარტიაში რევანში აიღო და გიგა ყუფარაძე შავი ფიგურებით დაამარცხა.

ყაიმით დაასრულეს შეხვედრა დავიდ არუთინიანმა და ლუკა პაიჭაძემ.
ამრიგად, ორივე მატჩი ყაიმით დასრულდა ანგარიშით- 1:1
და ხვალ 12 საათზე გაიმართება ტაი-ბრექი საპრიზო სამეულის გასარკვევად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.

რეგიონების დახმარების პროექტის ფარგლებში...

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ  ფედერაციის წარმატებული პროექტის ‘რეგიონების დახმარების’  ფარგლებში გორში  ახლად დაარსებულ  შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციას  საოფისე ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.ასევე,  დღესვე  გორის საჭადრაკო  კლუბში სტარტი აიღო შიდა ქართლის ჩემპიონატმა.

მეოთხეზე დაასრულა...

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში  დასრულდა უძლიერესი ქალთა დახურული ‘Cairns Cup’  გათამაშება ორი ქართველი დიდოსტატის:ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.

მსოფლიო საჭადრაკო  რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი ქალი ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პეტროსიანის მემორიალი დასრულდა...

15 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმოდ დაიხურა მსოფლიოს ჩემპიონ  ტიგრან პეტროსიანის მემორიალი - 10-12 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის. ასპარეზობის გამარჯვებულები სასახლის საჭადრაკო სკოლის და თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
9 წლის გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანა კვირიაშვილმა (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი),

9 წლის ვაჟებში საუკეთესო ანდრია კვირიაშვილი იყო (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი);

ჩხაიძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა!

ფიდეს ოსტატ ნიკა ჩხაიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული თებერვლის 'ღია რეიტინგ ტურნირი'!
გამარჯვებულმა 8-დან 8-ვე პარტია მოიგო და უახლოესს მდევარს მთელი 2 ქულით გაუსწრო!
6 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: რევაზ ჭკუასელმა (2) და ლაშა კაჭკაჭიშვილმა (3).

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ დააფიქსირა;

ვაჟთა ფინალი დასარულს მიუახლოვდა...

გიგა ყუფარაძემ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალის პირველ პარტიაში ლევან ფანცულაია შავი ფიგურებით დაამარცხა.
მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა ლუკა პაიჭაძესა და დავიდ არუთინიანს შორის ყაიმით დასრულდა.

ყუფარაძე და ფანცულაია საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებენ

ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალს ითამაშებენ.
ლევან ფანცულაიამ პირველივე ტაი-ბრეიქში 2:0 დაამარცხა დავით არუთინიანი, ასევე პირველივე ტაი-ბრეიქში მოიგო გიგა ყუფარაძემ მიკრო-მატჩი ლუკა პაიჭაძესთან -ანგარიშით: 1½:0,5.

საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

17 თებერვალი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

   - 17 თებერვალი, 16:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

   - თებერვალში ჩატარდება ოთხი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ყოველ კვირა დღეს.

ნახევარფინალში ითამაშებენ...

ჭადრაკის სასახლეში გამართულ ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის , მეორე წრის ,ტაი-ბრეიქზე  გაირკვა ნახევარფინალისტების ვინაობა

გიგა ყუფარაძემ პირველივე დამატებით მატჩში დაამარცხა დავიით ჯოჯუა ანგარიშით 1,5:0,5 და შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.
დავით არუთინიანის და კოკა შანავას პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ყაიმით 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10წთ.) კი არუთინიანის გამარჯვებით: 1,5:0,5.

საკვირაო ტურნირი სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ  რიგით მეორე საკვირაო შეჯიბრში ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა!

მის აქტივში 11-დან 9,5 ქულაა, გამარჯვბეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

7,5-7,5 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.მახო სულაშვილი

გვერდები

Top