საკვირაო ტურნირი სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ  რიგით მეორე საკვირაო შეჯიბრში ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა!

მის აქტივში 11-დან 9,5 ქულაა, გამარჯვბეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

7,5-7,5 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.მახო სულაშვილი

მეორე წრის მეორე დღეს ორი მონაწილე გაირკვა!

 

საქართველოს 78-ე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრებში ნახევარფინალის 2 მონაწილე გაირკვა. ლევან ფანცულაიამ პირველი ყაიმის შემდეგ დაძაბულ ორთაბძოლაში ირაკლი ბერაძე დაამარცხა და  მომდევნო წრეში არუთინიან-შანავას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლუკა პაიჭაძემ პირველი შეხვედრა მოიგო დავით მაღალაშვილთან და დღეს შავი ფიგურებით შესძლო ყაიმის გაკეთება. ნახევარფინალში მისი მეტოქე ჯოჯუა-ყუფარაძეს შორის მოგებული იქნება.

საარჩევნო ყრილობაზე (23.12.2018) ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშიდან ამონარიდი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია  ბოლო ათი წლის  განმავლობაში ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფედერაციის  რანგში ღირსეულად დამკვიდრდა .

 

2008-2018 წლებში მოპოვებულია:

ინდივიდუალური: 51-ოქროს, 57 ვერცხლის, 49 ბრინჯაოს მედალი.

გუნდური: 32-ოქროს, 39 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი.

სულ: 79-ოქროს, 80 ვერცხლის, 78 ბრინჯაოს მედალი.

ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია!

დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და  დავით მაღალაშვილი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე წრეში იასპარეზებენ.

დავით ჯოჯუას და მერი არაბიძის პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10წთ.) კი ჯოჯუას გამარჯვებით: 1,5:0,5 დასრულდა.

ანალოგიურად განვითარდა დავით მაღალაშვილის და ნიკოლოზ პეტრიაშვილის მატჩიც. ჯერ 1:1 და შემდეგ 1,5:0,5  მაღალაშვილის სასარგებლოდ.

მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

ბათუმში აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე  33 დელეგატიდან 28 ხმით პრეზიდენტად 4 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს სალომე მელია. ასევე  აირჩიეს  გამგეობის წევრებიც.

სალომე მელია

პირველი წრე, პირველი ტური...

საინტერესოდ გაიმართა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურის პარტიები.

ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერმა ლევან ფანცულაიამ შავი ფერის ფიგურებით დამაჯერებლად გადაითამაშა ნოდარ ლორთქიფანიძე და პირველი მოგებაც ჩაიწერა აქტივში.

დრამატულად წარიმართა ნოე თუთისანისა და კონსტანტინე შანავას შეხვედრა. თეთრებმა დებიუტში დიდი უპირატესობა მიიღეს,მაგრამ შუათამაშში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და 32-ე სვლაზე დამარცხდნენ.

დღეიდან, სენტ-ლუისში...

დღეიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში  სტარტს აიღებს უძლიერესი ქალთა დახურული ‘Cairns Cup’  გათამაშება ორი ქართველი დიდოსტატის:ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.

ქალთა რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი  შეჯიბრში ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდება.

თბილისის ჩემპიონატი 08;12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა  8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
   
18.02-25.02. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
 
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” (I ეტაპი) რაპიდში და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

23.02-24.02.2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

1. მიზანი და ამოცანები:

   საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

     რაპიდში საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

გვერდები

Top