წლის წარმატებული დასაწყისი!

 

იანვრის თვე  წარმატებული გამოდგა ქართული ჭადრაკისთვის.

ბრწყინვალედ  იასპარეზა საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონმა,  ლევან ფანცულაიამ ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ ტრადიციულ, 'ღია' საერთაშორისო ტურნირზე! თბილისელმა დიდოსტატმა 10-დან  8 ქულით I-VII  ადგილები გაინაწილა და   დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაისაკუთრა.

წარმატება გიბრალტარში!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ლელა ჯავახიშვილმა გიბრალტარში გამართულ უძლიერეს  საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა!

ლელამ, 10-დან 6 ქულა დააგროვა მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებთან შეჯიბრში და ქალთა შორის III-X ადგილი გაინაწილა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ქალთა ნაკრების მეორე წევრმა ნინო ბაციაშვილმა.

გვერდები

Top