ახვლედიანმა იმარჯვა!

ბათუმელი ეროვნული ოსტატის, ირაკლი ახვლედიანის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული მარტის 'ღია რეიტინგ ტურნირი'!
ახვლედიანმა  8-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III ადგილებზე  გასულ: გიორგი ნაყოფიას (2) და ნიკა ჩხაიძეს (3).

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ დააფიქსირა 8-დან 5,5 ქულით.

ელო-რეიტინგის კატეგორიებში საუკეთესონი იყვნენ:

ლიდერები მე-14 სვლაზე დაზავდნენ

ქალთა ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური პარტია ორ ლიდერის: ნინო ხომერიკის და მერი არაბიძეს  შორის მე-14 სვლაზე სვლების სამჯერ გამეორებით ყაიმით დასრულდა. ლიდერების დაზავებით ისარგებლა მირანდა მიქაძემ და საკუთარ  პარტიაში გამარჯვების შემდეგ მათთან ერთად პირველობას ინაწილებს.

მესამე ტურის შედეგები:

თამარ წერეთელი  (2315)  ½:½   სალომე მელია(2385)  

სოფიო გვეტაძე       (2321) 1 : 0   სოფიკო ხუხაშვილი (2342) 

ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს სახელით მოასპარეზე ივან ჩეპარინოვმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და I-VI  ადგილებს ინაწილებს! მომდევნო ტურში მისი მეტოქე  მაქსიმ ჩიგაევი (რუსეთი;2613) იქნება. ჩეპარინოვს ტოლს არ უდებენ  საქართველოს 78-ე ვაჟთა ჩემპიონატის პრიზიორები. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და ლიდერთა ჯგუფში იმყოფებიან: ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე და დავიდ არუთინიანი.

საქართველოს  წარმომადგენლების ტექნიკური შედეგები:

2 ტურის შემდეგ 2 ქულით 2 მონაწილე დაწინაურდა!

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს რიგით 76-ე პირველობის  მეორე ტურშიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩემპიონატის მონაწილეები. დღესაც ისევე როგორც გუშინ მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მერი არაბიძე და ნინო ხომერიკი დაწინაურდნენ.ლიდერთა ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩება ასევე ორეული: სოფიკო ხუხაშვილი და მირანდა მიქაძე.

 

მეორე ტურის შედეგები:

სალომე მელია          (2385)  1 : 0   ქეთი წაწალაშვილი (2326)

დღე პირველი...

საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის პირველმა ტურმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ყაიმი დაფიქსირდა.

პირველი ტურის შედეგები:

ხუხაშვილი 1 : 0 მელია

წერეთელი  ½:½  მიქაძე

გვეტაძე        0 : 1  არაბიძე

ფურცელაძე 1 : 0  ვახანია

ხომერიკი     1 : 0 ესაძე

პირველივე ტურში გაიმარჯვეს...

ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში აიღო სტარტი.ასპარეზობაზე  ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე  შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაეჯიბრებიან. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ასევე პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. პარტიები 18 მარტიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება,ხოლო დასკვნითი, ბოლო ტური 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

ხვალიდან...ჭადრაკის სასახლეში

ჭადრაკის სასახლეში საქართველოს  ქალთა 76-ე ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა.

პირველი ტური 19 მარტს გაიმართება, ხოლო დასკვნითი 30 მარტს. ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ჩატარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

 I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

ბრინჯაოს პრიზიორებთან შეხვედრა

18 მარტს,  თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში  ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს  ნაკრების შემადგენლობა:ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია; კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, მწვრთნელი დავით ჯოჯუა.

სენსაციური ჩემპიონობა!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 13(!) წლის ელენე წოწონავამ! ელენე,ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და წვრთნას გოჩა ჩაჩუასა და დავით კოდუასთან გადის.

გილოცავთ!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები  დაბადების დღეს ულოცავენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს!

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი;

მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

გვერდები

Top