დაძაბული ფრე უკრაინასთან...

ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩმეპიონატის მეოთხე ტურში  საქართველოს  ქალთა ნაკრებმა ფრედ დაასრულა პრინციპული შეხვედრა  უკრაინის უძლიერეს გუნდთან.

ყაიმი  დააფიქსირეს: ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა მსოფლიოს ექსჩემპიონებთან: მარია მუზიჩუკთან და ანა უშენინასთან.

მერი არაბიძემ  ბრწყინვალედ ითამაშა შავი ფერის ფიგურებით და დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეხეთუ ნომერი ანა მუზიჩუკი!

საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა (8;10;12წწ.)

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის  პირველი ლიგა (08;10;12წწ.)

8 წლამდე გოგონები

I   ადგილი   -   მარიამ აგულაშვილი (საგარეჯო;მწვრთნელი ირაკლი ქვლივიძე) – 7 ქულა;

II   ადგილი  -   მარიამ ცაციაშვილი  (გორი;მწვრთნელი ოთარ დოლიძე)   – 6 ქულა;

ჩვენმა ჩემპიონებმა ხეები დარგეს...

საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის თაოსნობით ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების საპატივცემულოდ   ‘დედოფლების ბაღი’ გაშენდება.

8 მარტს პირველი ნერგები  ჩვენმა ლეგენდებმა დარგეს.

პირველი გამარჯვება ყაზახეთში!

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატის მესამე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად   გაიუმჯობესა.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის მე-3 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი ანგარიშით - 3.5:0.5 ამერიკის ძლიერი გუნდი დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა (2474), ლელა ჯავახიშვილმა (2454) და სალომე მელიამ (2385), ნინო ბაციაშვილმა (2454) კი ყაიმით დაასრულა პარტია.  
მეოთხე ტურში ჩვენი ქალები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ფრე ინდოეთთან...

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველ ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა ინდოეთის ძლიერ გუნდთან.

სასტარტო მატჩში  გადამწყვეტი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა შესძლო, სამწუხაროდ მერი არაბიძე დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა  და სალომე მელიამ ყაიმები დააფიქსირეს. მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე  ჩინეთის უძლიერესი გუნდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება.

თბილისის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

22.03-29.03. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  

ტურნირები V, IV და III სპორტულ თანრიგებზე

დ  ე ბ უ ლ ე ბ ა

9-10 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ჩატარების ვადები და ადგილი: 09.03-10.03. 2019 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
  2. ჩატარების სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით  7 ტურად.
  3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში (VI)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

10 მარტი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

   - 10 მარტი, 16:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

   - მარტში ჩატარდება ოთხი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ყოველ კვირა დღეს.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში...

ხვალიდან, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჩემპიონატში  ვაჟთა და ქალთა  10-10 ქვეყნის ნაკრები გუნდი  წრიული სისტემით  იასპარეზებენ.

საქართველოს  ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია;

პირველობა გაინაწილეს!

საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ და ეროვნულმა ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვირაო ტურნირში პირველობა გაინაწილეს! დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი რანგით უფროსმა სანიკიძემ დაისაკუთრა.

გამარჯვებულებმა 11-დან 9,5 ქულა დააგროვეს და   ნახევარი ქულით გაასწრეს მესამე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას.

გვერდები

Top