XI საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

21 აპრილი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

ვიზიტი კასპში...

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ‘რეგიონებში ჭადრაკის განვითარების პროგრამის’ ფარგლებში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე  ქალაქ კასპს ეწვია და ადგილობრივ საჭადრაკო კლუბს საჩუქრად გადასცა  წვრთნის პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სპეციალური ლიტერატურა.

მესამე ადგილზე გადაინაცვლა!

ანტალიაში მინდინარე ქალთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატის მეხუთე ტურში, ბელა ხოტენაშვილმა თეთრებით უკრაინელი იულია ოსმაკი დაამარცხა  44-ე სვლაზე  და 4 ქულით სატურნირო  ცხრილში მესამე ადგილზე  გადაინაცვლა! მომდევნო ტურში მისი მეტოქე კვლავ უკრაინის წარმომადგენელი ინა გაპონენკო იქნება.

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

V, IV და III სპორტულ თანრიგებზე ტურნირები

დ  ე ბ უ ლ ე ბ ა

20-21 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ჩატარების ვადები და ადგილი: 20.04-21.04. 2019 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
  2. ჩატარების სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით  7 ტურად.
  3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა...

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლის, საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილის  პირველობით დასრულდა რიგით მეათე ტურნირი ‘Tbilisi Sunday’ ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა  11-დან 10 ქულით პირველობა  საერთაშორისო დიდოსტატ თორნიკე სანიკიძესთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა კონკურენტი.

გამარჯვებულებს 1,5 ქულით ჩამორჩა და მესამე საპრიზო ირაკლი ახვლედიანმა დაისაკუთრა.

სენიორებმა გვასახელეს!

მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა 50+ წლამდე ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ!

თბილისელმა დიდოსტატმა 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და სერბ მილოშ პავლოვიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამავე კატეგორიაში გიული ალიხანაშვილმა  4.0 ქულით 34-ე შედეგი დააფიქსირა.

ხოტენაშვილი ლიდერთა შორისაა!

ქალთა შორის 2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი  ევროპის ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფშია. ბელამ 4  შესაძლებლობიდან 3 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი;2477). მომდევნო ტურში მისი მეტოქე უკრაინელი იულია ოსმაკი (2399) იქნება.

ასევე, დღევანდელი პარტიები მოიგეს: ნანა ძაგნიძემ,სალომე მელიამ, მერი არაბიძემ,ნინო ბაციაშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა,

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

2 ტურის შემდეგ...

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით 8 მოჭადრაკე დაწინაურდა, მათ შორისაა შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტი.

ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ნანა ძაგნიძე,ბელა ხოტენაშვილი,ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.

ტექნიკური შედეგები:

1.ნანა ძაგნიძე     (2513) – 1,5 ქულა;

2.ბელა ხოტენაშვილი (2479)- 1,5 ქულა;

ხვალიდან, ანტალიაში...

ხვალიდან,  ანტალიაში ქალთა შორის რიგით მე-20 საიუბილეო ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც 31 ქვეყნის 131 მონაწილეს შორის 8 ქართველი მოჭადრაკე  იასპარეზებს:

1.ნანა ძაგნიძე             (2513);

2.ბელა ხოტენაშვილი (2479);

3.ნინო ბაციაშვილი    (2453);

4.მერი არაბიძე            (2399);

5.სალომე მელია          (2393);

თბილისის ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 
დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
 
18.04-25.04. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                               
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა 
  კოლეგია.

გვერდები

Top