საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა   საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში:8;10;12;14;16;18 წწ. როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკებს შორის.

ჩემპიონატზე  საქართველოს  ყველა რეგიონის 350-მდე მოჭადრაკე  მონაწილეობდა. I-II ადგილებზე გასულები შესაბამისად დაჯილდოვდნენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საგზურებით.

 

სწრაფ ჭადრაკში საუკეთესოები გამოვლინდნენ!

ჩინეთის ჰენშუეში მიმდინარეობს რიგით  მეოთხე, მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები შემდეგ დისციპლინებში: სწრაფ და ელვისებური ჭადრაკი, ბრიჯი, გო,შაში, სიანცში.

ასპარეზობაზე 36 ქვეყნის 170 მოთამაშე მონაწილეობს.შეჯიბრში საქართველოს სახელით მონაწილეობენ: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ივან ჩეპარინოვი.

დღეს დასრულდა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ასპარეზობა 16 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

ვიზიტი სვანეთში

საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - რეგიონებში ჭადრაკის განვითარების ფარგლებში ფედერაციის  წარმომადგენლები სვანეთს ეწვივნენ.

წარმატებით იასპარეზა!

დიდი წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ  აზერბაიჯანის ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე! ქართველმა დიდოსტატმა  9-დან 6,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და საკუთარ ელო-რეიტინგს 11 ქულა შემატა.პირველ ადგილზე თემურ გარეევი (აშშ;2560) გავიდა 7,5 ქულით, ხოლო მეორეზე ნიჟატ აბასოვი (აზერბაიჯანი;2633) 7 ქულით.

მთავარი ასპარეზობის პარალელურად გამართულ ‘B’ ტუნირში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძემ დააფიქსირა.

საქმიანი შეხვედრა...

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესა და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

სტარტი აიღო

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

ჩემპიონატზე  საქართველოს  ყველა რეგიონის 350-მდე მოჭადრაკე  მონაწილეობს. ტურნირი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება-  როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის: 8;10;12;14;16 და 18 წწ.

 I-II ადგილებზე გასულები შესაბამისად დაჯილდოვდებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საგზურებით.

დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა

მერი არაბიძის  დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა  ელვისებურ ჭადრაკში ქართული გრან პრის მესამე ეტაპი! არაბიძემ 9-დან 8 ქულას მოუყარა თავი და ერთი ქულით გაასწრო  ვერცხლის მედალოსან სოფიკო ხუხაშვილს. ხოლო, მესამე საპრიზო ადგილი 6,5 ქულით ინგა ჭარხალაშვილმა დაისაკუთრა.

2000-მდე  რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი სოფო ტყეშელაშვილმა აჩვენა,  ხოლო 1600-მდე მარიამ დოლაკიძე.

ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს!

თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს!

ფესტივალზე გამართულ სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიების 5 ტურნირში  576 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა მონაწილეებმა წარმატებით ითამაშეს შემდეგ კატეგორიებში:

ხომერიკის პირველობით დასრულდა!

ევროპის მრავალგზის ჩემპიონის თანატოლებს შორის ნინო ხომერიკის პირველობით დასრულდა გრან პრის მესამე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში! ხომერიკმა 9-დან 8,5 დააგროვა და ნახევარი ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ მერი არაბიძეს. მესამე ადგილზე 7 ქულით 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გაამრჯვებული სოფიკო ხუხაშვილი გავიდა.

ელვისებურში ვოლკოვმა იმარჯვა!

 

ნიკა ვოლკოვის   პირველობით დასრულდა  გრან პრის მეორე ეტაპი ელვისებურ  ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარიქულით გაასწრო მეორე ადგილზე  გასულ ივერი ჭიღლაძეს. 6,5-6,5 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნირად განაწილდნენ:

3.ლუკა ობოლაძე

4.დავით ჯოჯუა

5.ნიკოლოზ პეტრიაშვილი

გვერდები

Top