გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მაისის თვეში დაგეგმილი კალენდარული  ტურნირების გამო არ ჩატარდება ტრადიციული საკვირაო ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.

საკვირაო ტურნირები განახლდება ივნისიდან და გაიმართება: 2, 9,16 და 23 ივნისს.

პირველი რესპუბლიკის თასი

3 მაისს,მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის სარკეებიან დარბაზში ‘პირველი რესპუბლიკის თასის’ გათამაშება გაიმართა სწრაფ ჭადრაკში. მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის , ჭადრაკის მოყვარული და ვეტერანი მოჭადრაკეები:  მწერლები, მეცნიერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა.შ.

ყუფარაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა!

საქართველოს მომქმედი ჩემპიონის, გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა  გრან პრის მეორე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე  გასულ დავით ჯოჯუას.

6,5-6,5 ქულით III-IV ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნირად განაწილდნენ:

3.დავით მაღალაშვილი

4.ნიკოლოზ ჩხაიძე

გილოცავთ!

ლეგენდარული ჩემპიონი 78 წლის გახდა!

ნონა გაფრინდაშვილი

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული

1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი

V, IV და III სპორტულ თანრიგებზე ტურნირები

დ  ე ბ უ ლ ე ბ ა

4-5 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ჩატარების ვადები და ადგილი: 04.05-05.05.2019 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
  2. ჩატარების სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით   7 ტურად.
  3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

თბილისის ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
 
25.05-01.06. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                          
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა 
  კოლეგია.

გვერდები

Top