სტარტი აიღო საქართველოს რეიტინგ ჩემპიონატმა...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს პირველობამ სხვადასხვა რეიტინგ-კატეგორიებში. ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული მოჭადრაკეები. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება და 16 ივნისამდე გასტანს.შეჯიბრის საპრიზო ფონდი 5 000 ლარს შეადგენს.

ტექნიკური შედეგები:

U2200

გლდანის სასკოლო ჩემპიონატის დახურვა

დასრულდა გლდანის სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13 და 15 წლიან გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებული - ნანა იოსელიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე, მუხიანის მაჟორირატი დეპუტატი - ლევან კობერიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე - ნანა ციმაკურიძე, ბიზმესმენი - თემურ გოცირიძე. 

ზარდიაშვილის სენსაციური გამარჯვებით დასრულდა!

აკაკი ზარდიაშვილის სენსაციური გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეშიგამართული  XIII საკვირაო  ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III  ადგილზე გასულ: დავით ლომსაძეს და თამაზ მგელაძეს.

ქართველმა ბავშვებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე!

 

ფანტასტიური შედეგით, 9-დან 9 გამარჯვება  6 წლის დავით თათვიძე  ევროპის  სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!აღსანიშნავია, რომ დავითმა მთელი სამი (!) ქულით გაუსწრო, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევა მსგავსი მასშტაბის ტურნირებში. პატარა ჩემპიონი ქუთაისში ცხოვრობს და მისი მწვრთნელი, ნანა ჭეფხოძე გახლავს.

ზურაბ სტურუა - 60 წლისაა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 60 წლის იუბილეს ულოცავს სენიორთა შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულს და პრიზიორს,  მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ფიდეს სენიორ მწვრთნელს, ზურაბ სტურუას!

შოთა ინწკირველის მემორიალი - U07;U09

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვერთნელის შოთა ინწკირველის მემორიალი 7 და 9 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

7 წლის გოგონები

I  ადგილი - მარიამ ნუკრაძე (გორი;მწვრთნელი ოთარ დოლიძე) -  7 ქულა;

II  ადგილი - მართა სამადაშვილი (თბილისი;მზია წერეთელი) – 6 ქულა;

ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ”ზურაბ სტურუა-60”

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

12 ივნისი 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

      12 ივნისი, 16:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

2.  მონაწილენი:

 ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები რეიტინგით ელვისებურ ჭადრაკში 1900 და ზევით

ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!

ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე და ერთპიროვნულად დაწინაურდა!

მეოთხე ტურში თბილისელმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით 30-ე სვლაზე ვალენტინა გუნინა დაამარცხა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს მდევარ ალექსანდრა გორიაჩკინას. მომდევნო ტურში ნანას მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი იქნება.

1.ნანა ძაგნიძე            (საქართველო;2510) – 3,5 ქულა;

ვოლკოვის პირველობით დასრულდა!

 

ნიკა ვოლკოვის გამარჯვებით დასრულდა  ტრადიციული, რიგით  მე-12 საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 11-დან 10 ქულა დააგროვა, მას ნახევარი ქულით ჩამორჩა  ნიკოლოზ პეტრიაშვილი. ხოლო  მესამე ადგილზე 8 ქულით ვალერიან გაფრინდაშვილი გავიდა.
ქალთა შორის 7,5 ქულით საუკეთესო შედეგი ნინო ხომერიკმა აჩვენა.
1800< რეიტინგ კატეგორიაში გიორგი ჩხაიძე იყო პირველი, ხოლო 1500< რეიტინგ კატეგორიაში  საუკეთესო შედეგი  გიორგი კელენჯერიძემ დააფიქსირა.

გვერდები

Top