ჩინეთში დასრულდა...

საქართველოს ვაჟთა  ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა (2666) წარმატებით იასპარეზა ჩინეთის ქალაქ ჰუნანში გამართულ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე ‘Belt and Road 2019’!

შეჯიბრში 16 ქვეყნის 73 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 6 მონაწილე2700-ზე მაღალი რეიტინგის მფლობელი  გახლდათ. ჩეპარინოვი სასტარტო რეიტინგ-სიაში მე-11 ნომრად იყო განთესილი, ხოლო ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი 62-ე ნომრად.

შანავას გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირი. წალენჯიხელმა დიდოსტატმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს: ელვინ ბაირამოვს და ვუგარ რასულოვს (ორივე აზერბაიჯანი). გიორგი ბაგატუროვმა 6,5 ქულა დააგროვა და სენიორებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ნოე თუთისანმა 6 ქულა, ხოლო  დავით ლომსაძემ 5 ქულა ჩაითვალა აქტივში.

ჯობავა ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა!

 

საქართველოს  ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა 3-დან  3 გამარჯვებით პირველობას ინაწილებს აბუ-დაბიში მიმდინარე ტრადიციულ, საერთაშორისო ღია ტურნირზე! ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩება ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ლუკა პაიჭაძე.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და 14 აგვისტომდე გასტანს.

ტექნიკური შედეგები

ბრატისლავაში, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის 23 ქართველი მოზარდი იბრძოლებს...

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში  სტარტი  აიღო  ევროპის ახალგაზრდულმა პირველობამ.

ჩემპიონატი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად, 6 ასაკობრივ კატეგორიაში (08;10;12;14;16;18) 12 ტურნირად გაიმართება როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა  შორის.

ბრატისლავაში სულ 48  ქვეყნის 1300-ზე მეტი მოზარდი შეეჯიბრება ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში. საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე 23 მოზარდი დაიცავს.

'ბათუმი 2019' - გამარჯვებულები გამოვლინდენ!

ბათუმში, დასრულდა ტრადიციული ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი.

ღონისძიების ფარგლებში 5 ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად  გაიმართა (8,10,12,14 და 20 წლამდე) ჭაბუკთა და გოგონათა შორის. სულ ფესტივალზე   5 ქვეყნის: (საქართველო,გერმანია,საფრანგეთი,რუსეთი; სომხეთი) 120-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობდა.

 8 წლამდე  ბიჭები:

I ადგილი  - ლევან მიქელაძე (ბათუმი;მწვრთნელი ნინო კეკელიძე) – 6 ქულა;

'ევროპის ოქროს პაიკი'

31 ივლისს მონტე-კარლოში (მონაკო) ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების  მთავარი თემა - 'ევროპის ოქროს პაიკის' წარდგენა გახლდათ.

ამავე პრესკონფერენციას დაესწრო 'ევროპის ოქროს პაიკის' ბრილიანტის და  ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური სპონსორის, ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპის“ წარმომადგენელი გიორგი ხუროძე.

გვერდები

Top