საბოლოოდ, მეორე...

მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2603) ‘აბრეშუმის გზის’ თასის გათამაშებაზე! ბაადურმა, 15-დან 11 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ რაუფ მამედოვს (აზერბაიჯანი; 2654). მესამე ადგილზე 10,5 ქულით ნიჯატ აბასოვი (აზერბაიჯანი; 2664) განთავსდა.

ჯობავა პირველობას ინაწილებს!

 ‘აბრეშუმის გზის’ თასის გათამაშებას, პირველი სათამაშო დღის შემდეგ,  ბაადურ ჯობავა და ნიჯატ აბასოვი ლიდერობენ 7-დან 5,5 ქულით!

ლიდერთა ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, ივან ჩეპარინოვი (ყველა საქართველო) და გადირ ჰუსეინოვი, აბდულა გადიმბაილი, რაუფ მამედოვი,შახრიარ მამედიაროვი (ყველა აზერბაიჯანი).

შემდეგი 8 ტური აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს 28 მაისს გაიმართება.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

'აბრეშუმის გზის თასი'

საერთაშორისო საჭადრაკო ონლაინ  ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

აბრეშუმის გზის თასი

ეძღვნება - საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებს

გენერალური სპონსორი - კომპანია სოკარი.

საპრიზო ფონდი - 20 000 ევრო.

ონლაინ პლატფორმა  PLAYCHESS.COM -ზე.

რიგით მერვე...

კვირას, 24 მაისს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით გამართულ მორიგ,  დახურულ  ტურნირზე, საჭადრაკო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით  დებულებაში განხორციელდა ცვლილება -  მხოლოდ ის მოჭადრაკეები მიიღებენ ფულად პრიზებს,  რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom - ის მეშვეობით.

გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეშვიდე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დაგროვა და ერთი ქულით გაასწრო კონკურენტებს. 7 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით მეორე საპრიზო ადგილზე ახალგაზრდა,საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ კაჭარავა გავიდა.ხოლო, მესამეზე ასევე  საერთაშორისო ოსტატი ბაჩანა მორჩიაშვილი.

წარმატება, საფრანგეთის ჩემპიონატზე!

წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა საფრანგეთის პირველ ‘ონლაინ’ ღია ჩემპიონატზე! ბაადურ ჯობავამ 15-შესაძლებლობიდან 11,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.ხოლო, პირველობა  ვასილი ივანჩუკმა დაისაკუთრა 13 ქულით.

 ასევე, ბაადურმა მოიპოვა სუპერფინალის საგზური რომელიც დღეს გაიმართება ჩემპიონატში I-XVI ადგილზე გასულ მონაწილეებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის საუკეთესო შედეგი  ნინო ბაციაშვილმა აჩვენა 11 ქულით!

'შამათი კორონავირუსს'!

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ ‘ფიდე’ ახალი  პროექტი დაიწყო სახელწოდებით ‘შამათი კორონავირუსს’!

პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო პლატფორმებზე:lichess.org, chess24.com, chess.com და FIDE Online Arena  გაიმართება ონლაინ ტურნირები სხვადასხვა დროის რეგლამენტით. მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს!

დაწესებულია სხვადასხვა პრიზები ყველა კატეგორიის მონაწილეებისათვის!

მოგესალმებით ყველა ჭადრაკის მოყვარულს!

 

მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ ყველა ქვეყანა და სფერო მოიცვა, გამონაკლისს არც  სპორტი შეადგენს.

ერთი წლით გადაიდო ზაფხულის ოლიმპიადა, გადაიდო და გაუქმდა უამრავი ჩემპიონატი თუ საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით გადადო 2020 წლის კალენდრით გათვალისწინებული გარკვეული ტურნირები.

130,5-109,5!!!

 ქართველმა მოზარდებმა ორდღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ დამაჯერებლად დაამარცხეს ბერძენი მოჭადრაკეები!

მატჩის საერთო ანგარიშია:130,5-109,5!

თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო: 10;12;14;16;18 წლამდე 3-3 გოგონათი და ჭაბუკით.

შეხვედრათა რეგლამენტი: 2-2 პარტია ( 15 წუთი+10 წამი და 3 წუთი+2 წამი); მატჩები გაიმართა: 12 და 14მაისს, საჭადრაკო პლატფორმაზე:chess.com

გუნდის შემადგენლობა:

ჭაბუკები U18

ნიკოლოზ პეტრიაშვილი - 5,5 (8);

ლუკა ობოლაძე      - 4,5 (8);

შოთა ხოდაშნელი - 3 (4);

ა ნ ო ნ ს ი

15 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია, ონლაინ-ლექციას ჩაატარებს. 

ლექციის თემა: როგორ მოვემზადოთ პარტიისთვის.

დასწრება შეუძლიათ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს.

ლევან ფანცულაია

საერთაშორისო დიდოსტატი;

ევროპის გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი;

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული;

მსოფლიო თასის გათამაშების მონაწილე ვაჟთა შორის;

 მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

გვერდები

Top