ტრადიციული, საკვირაო ტურნირი ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეცამეტე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

ყუფარაძემ 8-დან 7,5 ქულა დააგროვა და  ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო ოსტატ ნოდარ  ლორთქიფანიძეს.

მესამე ადგილზე 5,5 ქულით საქართველოს  ჩემპიონი ქალთა შორის მერი არაბიძე გავიდა. ვაჟთა სამეულში მოხვედრასთან ერთად მერიმ ქალთა შორის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

ნიკოლოზ პეტრიაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა რიგით მე-12 საკვირაო ტურნირი! პეტრიაშვილმა  7-დან 6 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ დავით მაღალაშვილს. მესამე საპრიზო ადგილზე 4,5 ქულით გიგა ყუფარაძე განთავსდა.

ქალთა შორის 4 ქულით საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ დააფიქსირა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.

ტექნიკური შედეგები

უბილავას სემინარმა დიდი ინტერესით ჩაიარა

 

10, 11 და 12 ივნისს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით , ფიდეს სენიორ ტრენერის, მსოფლიო ჩემპიონების (ა. კარპოვის, ვ. ანანდის ) სეკუნდატის, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ელიზბარ უბილავას საჯარო ლექცია - სემინარი გაიმართა.
ტრენინგზე დასწრების უფლება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებულ მწვრთნელებს ჰქონდათ.3-დღიანმა სემინარმა საკმაოდ დიდი ინტერესით ჩაიარა.

ლექციის კურსი გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ შემდეგ მწვრთნელებს:

 

1

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეათე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

ყუფარაძემ 10-დან 8,5 ქულა დააგროვა და პირველობა საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილთან ერთად გაინაწილა. მაგრამ, ახალგაზრდა კოლეგა  უკეთესი მაჩვენებლებით დაჯაბნა.

მსაჯთა საყურადღებოდ!

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია ‘ფიდე’-ა მსაჯთა კომისია კვალიფიკაციის ასამაღლებელ ორ  სემინარს გამართავს:

პირველი სემინარი - (10 ივნისი, თანაორგანიზატორი - ევროპის საჭადრაკო კავშირი) მიეძღვნება მსაჯთა განათლებას ახალი კონტექსტის ონლაინ ტურნირებში.

მეორე სემინარი (18 ივნისი) უზრუნველყოფს გაიდლაინებით იმ მსაჯებს, რომლებიც წოდების შესრულების პროცესში არიან, რათა  დაეხმარონ მსაჯებს და ფედერაციებს წოდებების დროულად  მიღებაში.

ორივე ვებინარი მსაჯტა კორპუსისთვის უფასოა.

ფიდესა და ესკ-ს ვებინარი მსაჯებისთვის ონლაინ ჭადრაკში

უბილავა ქართველი მწვრთნელებისათვის საჯარო ლექციას გამართავს!

10, 11 და 12 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება ფიდეს სენიორ ტრენერის, მსოფლიო ჩემპიონების (ა. კარპოვის, ვ. ანანდის), საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ელიზბარ უბილავას საჯარო ლექცია - სემინარი zoom - ში.

დასწრების უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებულ მწვრთნელებს.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს საერთაშორისო დიდოსტატ ზურაბ სტურუას!

ზურაბ სტურუა

საერთაშორისო დიდოსტატი; ფიდეს სენიორ მწვრთნელი;

ვოლკოვის პირველობით დასრულდა!

 

საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებულის ნიკა ვოლკოვის პირველობით დასრულდა რიგით მეცხრე ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! საჭადრაკო პლატფორმაზე: chess.com გამართულ დახურულ ტურნირზე გამარჯვებულმა 10-დან 8,5 ქულა დააგროვა ერთი ქულით გაუსწრო კონკურენტებს.

7,5-7,5 ქულით ადგილები გაინაწილეს:ნიკოლოზ  პეტრიაშვილმა და გიგა  ყუფარაძემ.

ქალთა ჩათვლაში კი 5,5, ქულით საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ დააფიქსირა!

ქალთა შორის საუკეთესო!

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ახლახან დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში! ნინომ, 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა!

მეოთხე შედეგი აჩვენა ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა.

Top