ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ბათუმი – 2018'

 საერთაშორისო  ფესტივალი 8,10,12 და 14 წლ. ჭაბუკებსა და გოგონებს შორის                                                  

 21 - დან   28  ივლისის  ჩათვლით , ქ ბათუმში,  გაიმართა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  ‘’  ბათუმი – 2018’’  8,10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის. 

ტურნირი გაიმართა პატარებში წრიული, ხოლო 12 და 14 წლამდე - შვეიცარული სისტემით 7  ტურად. მონაწილეობდნენ 4 ქვეყნის   მოჭადრაკეები –  საქართველო, სომხეთი, რუსეთი  და საფრანგეთი.  სულ  109  მოჭადრაკე . ორგანიზატორები  –  აჭარის ჭადრაკის ფედერაცია  და  აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  დეპარტამენტი.   4 ასაკობრივ კატეგორიაში, ცალ-ცალკე გოგონებსა და ჭაბუკებში,  გამოვლინდა  40 გამარჯვებული, (პირველი  ხუთეული).

დაწესებული იყო  ფედერაციის  ყოფილი პრეზიდენტის შოთა  ჭურკვეიძისა და  ყოფილი მწვრთნელის  ისიდორე გოგეშვილის  თასები  და  საჩუქრები, რომლებიც გადაეცათ ადგილობრივ მოჭადრაკეს–დეა  ბედოშვილს და ბათუმელ მწვრთნელს ალექსი ტერ-კარაპეტიანს                                                           

ხოლო ყოფილი  მოჭადრაკის  გია  მახარაძის  სახელობის  თასი 2  საჭადრაკო ელექტრონულ  საათთან    ერთად  გადაეცათ  ხულოელ მოჭადრაკე  უჩა  იაკობაძეს  და მის  მწვრთნელს  შუქრი  შავაძეს.         

 ასევე ფესტივალზე დაწესებული  იყო  ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი დიდოსტატის  ნინო  ხურციძის  სახელობის  თასი ყველაზე ლამაზი  კომბინაციისთვის, რომელიც  გადაეცა თბილისელ  მოჭადრაკეს  მარიამ  გაბელაიას (მწვრთნელი დავით ზარქუა).

ოთხივე ასაკობრივ  ჯგუფში გამარჯვებული  მოჭადრაკეები  დაჯილდოვდნენ  მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი (საპრიზო ფონდი 5000 ლ.), ხოლო  ჩემპიონებს  (8 მოჭადრაკე)  გადაეცათ  აგრეთვე  თასები. საჩუქრები გადაეცათ ასევე  ფესტივალის  ყველაზე  პატარა  მონაწილეებს – ანეტა  ქედელიძესა  და  ირაკლი  ჭონქაძეს  და  დაბადების დღის საჩუქარი 21 ივლისს დაბადებულ  სომეხ მოჭადრაკეს ვაჰაგნ სანოსიანს.

 სამახსოვრო  საჩუქრები გადაეცათ  ფესტივალზე  ჩამოსულ მწვრთნელებსაც.

  გარდა  ამისა,   დებულებით  გათვალისწინებული  იყო  კონკურსი  მწვრთნელთა  შორის. გამოვლინდა  5  გამარჯვებული  მწვრთნელი ,  რომლებიც  დაჯილდოვდნენ  შესაბამისი  ფასიანი  საჩუქრებით.

 

გამარჯვებულები:

 8 წლ.გოგონა  - კესარია მგელაძე - ბათუმი - ვახტანგ ბასილაძე                                                                                         

 8  წლ. ჭაბუკი  - სანდრო  ორბელაძე   - გორი  -  ოთარ  დოლიძე  

10 წლ.გოგონა - მარიამ  ცეცხლაძე -  ქობულეთი  - ამირან  მჟავანაძე                                                                                                                 

10 წლ.ჭაბუკი -  დავით  ქოთოლაშვილი  -  გორი  - ოთარ  დოლიძე                                                                  

12 წლ.გოგონა - ეკატერინე  ცივაძე  - ქობულეთი                                                                                                                             

12 წლ.ჭაბუკი - ნიკა  დარსალია  - ბათუმი  -  ლეონიდ  ნეურონოვი                                                                                           

14 წლ.გოგონა - დეა  ბედოშვილი - ბათუმი - ლეონიდ  ნეურონოვი                                                                 

14 წლ.ჭაბუკი  - ზურაბ  გონგლიაშვილი - გორი  - ოთარ  დოლიძე

 

  • სათაური: 'ბათუმი – 2018'
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-07-2018 2:54 PM
  • Tags:
Top