ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: მადლობა ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის

ბატონ გიორგი გიორგაძეს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს

ბატონ ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს

 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, ბათუმი

ისრაელის ჭადრაკის ფედერაციისა და პირადად ჩემი სახელით მსურს მადლობა გადაგიხადოთ არაჩვეულებრივი თბილი სტუმართმოყვარეობისთვის ოლიმპიადის დროს ბათუმში.

დარწმუნებული ვარ, ამ სანახაობრივ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ფედერაცია ასე ფიქრობს. გილოცავთ ოლიმპიადის სანიმუშოდ ორგანიზებას.

დარწმუნებული ვარ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ სფეროში.

მოშე   სლავი

ისრაელის ჭადრაკის  ფედერაციის პრეზიდენტი

  • სათაური: ბათუმი 2018: მადლობა ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-10-2018 4:23 PM
  • Tags:
Top