
ლევან ფანცულაიამ და რინატ ჯუმაბაიევმა(ყაზახეთი) პირველობა გაინაწილეს ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე მერიის თასის გათამაშებაზე. გამარჯვებულებმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვეს. 6-6 ქულით III-V ადგილები გაიყვეს: ჯავოხირ სინდაროვმა (უზბეკეთი), გიგა ყუფარაძემ და ნოე თუთისანმა.
ქალთა ჩათვლაში I-II ადგილი ნინო ხომერიკმა და სოფო გვეტაძემ გაინაწილეს 9-დან 5-5 ქულით.

- სათაური: ბათუმის 'მერიის თასზე'...
- ავტორი:
- თარიღი: 10-07-2018 6:22 PM
- Tags: