
წარმატებული პროექტის ‘მილიონი სვლა’ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
ბავშვთა დაცვის დღეს თბილისის ‘ათასწლეულის სკოლა’ ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის კაპიტნობით და ქუთაისის ‘ღონე ქვეყნისა’ კაპიტანი- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ერთმანეთს შეეჯიბრნენ.
პარტია დაძაბულად წარიმართა და საბოლოო ჯამში მეგობრობამ გაიმარჯვა. 36-ე სვლაზე კაპიტნები ყაიმზე შეთანხმდნენ.

- სათაური: ბავშვთა დაცვის დღეს...
- ავტორი:
- თარიღი: 02-06-2018 1:59 AM
- Tags: